რეიკიავიკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
რეიკიავიკი
Reykjavík
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ისლანდიის დროშა ისლანდია
სტატუსი დედაქალაქი
კოორდინატები 64°08′ ჩ. გ. 21°56′ დ. გ. / 64.133° ჩ. გ. 21.933° დ. გ. / 64.133; -21.933
ფართობი 274.5 კმ²
მოსახლეობა 120,165 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 436.5 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+0
ოფიციალური საიტი http://www.rvk.is

რეიკიავიკი მდებარეობა ისლანდია

Red pog.svg

რეიკიავიკი (ისლ. Reykjavík) — ისლანდიის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. მოსახლეობა — 118 782 მცხოვრები (2008), ხოლო სატელიტი ქალაქებითურთ — დაახ. 198 000, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახ. 60 % შეადგენს (316 000).


გეოგრაფია[რედაქტირება]

Reykjavík séð úr Hallgrímskirkju 6.JPG

რეიკიავიკი ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით არის განლაგებული. რეიკიავიკის მხარე ნახევარკუნძულებით, ყურეებით, კუნძულებით და შეჭრილ-შემოჭრილი სანაპირო ზოლით ხასიათდება.

გამყინვარების პერიოდში (10 000 წლის წინათ) ყინულის საფარქვეშ იყო ქალაქის დიდი ნაწილი, Álftanes-მდეც კი; ქალაქის დანარჩენილი ნაწილი კი წყალს ეკავა. დათბობის დაწყებიდან ყინულით დაფარული ზოგიერთი ადგილი კუნძულად იქცა. ზღვის ძველი ნაპირი თანამედროვესთან შედარებით 43 მეტრით მაღლა ყოფილა, რაც ნარიყით შეიმჩნევა. ქალაქის გარკვეულ ნაწილში ვულკანურ წარმონაქმნებსაც შევხვდებით. გამყინვარების შემდგომ რეიკიავიკის ტერიტორიამ დაახლოებით ისეთი სახე მიიღო, როგორიც დღეს აქვს. თუმცაღა, ამ ადგილებში ქალაქის დაარსებამდე კარგა ხნით ადრე, მიწისძვრებმა და ვულკანურმა ამოფრქვევებმა თავისი კვალი დაამჩნია თანამედროვე ლანდშაფტს.

რეიკიავიკის ყველაზე ფართო მდინარე Elliðaá-აა, რომელიც სანაოსნოდ არ გამოიყენება. ამის მიუხედავად, მდინარე რეიკიავიკელთა საყვარელი ადგილია,რადგან ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ორაგულს იჭერენ. რეიკიავიკის მახლობლად მთა Esja-აა, რომელიც 904 მეტრს აღწევს.


ქალაქი რეიკიავიკი ძირითადად ნახევარკუნძულზეა განლაგებული, თუმცა მისი გარეუბნები სამხრეთით და აღმოსავლეთით მთავარი კუნხძულის სიღრმისკენ მიდის. რეიკიავიკი მცირერიცხვოვნობის მიუხედავად, ფართოდ გაშლილი ქალაქია, სადაც დიდი და ერთმანეთისგან დაშორებული სახლები დგას. დასახლებებს შორის ფართო ტრასები და უკაცრიელი ადგილებია.

კლიმატი[რედაქტირება]

მიუხედავად ატლანტის ოკეანეში უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობისა რეიკიავიკი უფრო თბილი ჰავით გამოირჩევა, ვიდრე იგივე განედზე მდებარე სხვა ტეროტორიები. ზამთრის საშუალო ტემპერატურა ისეთივეა, როგორც ქალაქ ნიუ-იორკში, იანვრის თვეში საშუალოდ 0 °C, თუმცა, ტემპერატურა მერყეობს და შეიძლკება -10 °C გრადუსამდეც დაეცეს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ოკეანის თბილი დინებები ისლანდიისკენ გალფ სტრიმს უშვებენ. ჰავა ოკეანური, სუბპოლარულია, ქალაქი კი ტემპერატურული ზონის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს. ზღვისპირა განლაგება ქალაქს ქარიანს ხდის, ზამთრობით კი, ქარბუქებიც იცის. ზაფხული რეიკიავიკში გრილია, 10 - 15 °C, ხანდახან 20 °C (68 °F)-მდეც თბება ჰაერი. რეიკიავიკი ნესტიანი ქალაქი არ არის. გაზაფხული მზიანი სეზონია. წლიური მზიანი საათები რეიკიავიკში 1300-ს არ აჭარბებს, რაც ჩრდილო-დასავლეთ ევროპისთვის ერთობ მახასიათებელია. რეიკიავიკში ოდესმე დაფიქსირებული უმაღლესი ტემპერატურა 24.8 °C (75 °F)-ია, 2004 წლის 11 აგვისტო. ყველაზე მკაცრი სიცივე კი 1918 წლის 21 იანვარს დაიჭირა -24.5 °C (-12F).

ისტორია[რედაქტირება]

როგორც ვარაუდობენ, ისლანდიაში პირველი მუდმივი დასახლება რეიკიავიკში 870 წლიდან ფიქსირდება სკანდინავიელთა სამოსახლოებით. ეს განმარტებულია Landnámabók-ში, ანუ დასახლების წიგნში. ისტორიული ცნობით, ისლანდიის პირველი მცხოვრები იგოლვ არნანსონი იყო, რომელმაც თავისი ფერმა ვიკინგური მეთოდების გამოყენებით, ნახევარკუნძულზე ააგო, სადაც ახლა რეიკიავიკია. მან ამ ადგილს გეიზერებიდან ამომავალი ორთქლის გამო რეიკიავიკი ანუ მბოლავი უბე უწოდა.

XVII საუკუნემდე რეიკიავიკის ადგილზე იყო ხუტორი, XVII-XVIII საუკუნეებში – დაბა. 1786 წლის 18 აგვისტოს მიიღო ქალაქის უფლებები (ეს დღე ითვლება ქალაქის დაარსების თარიღად). მრავალი ასწლეულის შემდეგ, XIX საუკუნის დამდეგს, რეიკიავიკმა, მეფის ხაზინადრის სკული მაგნასონის წყალობით, როგორც ქალაქმა ზრდა დაიწყო. 1845 წლიდან იყო ალთინგის, 1904 წლიდან – ისლანდიის ავტონომიური მთავრობის ადგილსამყოფელი. 1920 წელს ოფიციალურად გამოცხადდა ისლანდიის სამეფოს, ხოლო 1944 წლიდან ისლანდიის რესპუბლიკის დედაქალაქად.

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება]

ჰალგრიმსკირკია (ისლანდიურად Hallgrímskirkja) ლუთერანული ეკლესია რეიკიავიკში.

რეიკიავიკის ჩრდილოეთ სანაპიროს პანორამა, ხედი ორფირისეიდან.
რეიკიავიკის ჩრდილოეთ სანაპიროს პანორამა, ხედი ორფირისეიდან.
The pond.jpg