პორტუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან პორტუ (ქალაქი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პორტუს გერბი
პორტუ ქვეყნის რუქაზე
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 755
რუს.ინგლ.ფრ.

პორტუ (პორტ. Porto), თავიდან ერქვა პორტუს კალე — ამ სახელწოდებიდან წარმოიქმნა მთელი ქვეყნის სახელწოდება პორტუგალია . ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 263 000 ადამიანს, აგლომერაციისა კი - 1 551 950-ს და სიდიდით მეორე ქალაქია ქვეყანაში; ასევე, პორტუს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი და ნორტეს რეგიონის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთში, მდ. დუეროს ჩრდ. სანაპიროზე, ატლანტის ოკეანის შესართავთან. ქალაქს ხმელთაშუა ზღვის კლიმატი ახასიათებს, თუმცა მასზე გავლენას ატლანტის გრილი ნიავი ახდენს, მიუხედავად ამისა ზაფხულში, განსაკუთრებით კი აგვისტოში, აქ ტემპერატურა 40 °C-ს აღწევს.

ქვეყანა პორტუგალია და პორტვეინი (პორტ.: Vinho do Porto) სახელს ამ ქალაქიდან იღებენ. პორვეინი ქვეყნის ყველაზე განთქმული პროდუქტია. მისი სახელი მომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ეს ღვინო ძველდება პორტუს სამხრეთით დობილი ქალაქი ვილა-ნოვა-დე-გაიას ღვინის სარდაფებში. პორტვეინი მის დამახასიათებელ გემოს იღებს ბრენდისგან, რომელსაც მას ფერმენტაციის პროცესის განმავლობაში ამატებენ. ეს დანამატი იწვევს ფერმენტაციის შეჩერებას, რაც ყურძნის სიტკბოს შენარჩუნებას განაპირობებს. ამ პროცესის შედეგი სრულიად შემთხვევით აღმოჩენილ იქნა ბრიტანელ ვაჭართა მიერ, რომლებმაც ღვინოს ბრენდი დაამატეს უბრალოდ მისი ინგლისისკენ ხანგრძლივი ტრანსპორტირების განავლობაში შენარჩუნებისთვის.

პორტუ ასევე ამავე სახელწოდების აგლომერაციის შუაგულშია. ეს პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიალიზებული ცენტრია, რიც გამოც პორტუს ხშირად უწოდებენ "A capital do norte" (ქართ.: "ჩრდილოეთის დედაქალაქი"), მისი სამეწარმეო სულისკვეთების, დამახასიათებელი კულტურის, ხალხისა და ადგილობრივი სამზარეულოს გამო.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პორტუ&oldid=2668273“-დან