ათენი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ათენი
Αθήνα
აკროპოლისი
აკროპოლისი
ქვეყანა საბერძნეთი
პერიფერია ატიკა
პრეფექტურა ათენი
კოორდ. 37°58′00″ ჩ. გ. 23°43′00″ ა. გ. / 
შიდა დაყოფა 7 რაიონი
ფართობი 38.964 კმ²
სიმაღლე 70 - 338
მოსახლეობა 745,514 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 19,133 კაცი/კმ²
აგლომერაცია 3,761,810
დროის სარტყელი UTC+2,ზაფხულშიUTC+3
ტელ. კოდი 210
საფოსტო ინდექსი 10x xx, 11x xx, 120 xx
საავტომობილო კოდი Yxx, Zxx, Ixx
ოფიციალური საიტი http://www.cityofathens.gr

ათენი მდებარეობა საბერძნეთი

Red pog.svg

ათენი (ბერძ.: Αθήνα IPA /a'θina/) — საბერძნეთის დედაქალაქი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ქალაქი. თანამედროვე ათენი დიდი და კოსმოპოლიტი ქალაქია; ძველი ათენი ძლიერი დამოუკიდებელი ქალაქი და განათლების ცენტრი იყო. ქალაქს სახელი ძველი ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთი ათენას პატივსაცემად დაერქვა. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია 38°00′N 23°43′E (38.00°, 23.72°).

ათენის აგლომერაციაში დაახ. 3,9 მილიონი ადამიანი სახლობს. ის საბერძნეთის წამყვანი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრია. ძველ ათენს ხშირად დასავლეთის ცივილიზაციის აკვნად მოიხსენიებენ მისი კულტურული და პოლიტიკური მიღწევების გამო ძვ.წ. მე-4 და მე-5 საუკუნეებში. ამ მემკვიდრეობის წყალობით მას უამრავი უძველესი ნაგებობა, მონუმენტი და ხელოვნების ნიმუში შემორჩა, რომელთა შორის ყველაზე განთქმულია აკროპოლისის პართენონი — დღემდე მოღწეული კლასიკური ბერძნული ხელოვნებისა და არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუშთაგანი. ეს და სხვა მრავალი კულტურული ღირსშესანიშნაობა რესტავრირებულ იქნა 2004 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის.

სექციების სია

[რედაქტირება] სახელი

ძველ ბერძნულში ქალაქის სახელი იყო Ἀθῆναι-ათენაი, Ἀθηνά-ათენა-ს მრავლობითი ფორმა, ქალღმერთი ათენას ბერძნული სახელი. ქალაქის სახელი მრავლობითში გამოიყენებოდა Θῆβαι-თებაი (თებე) და Μυκῆναι-მიკენაი (მიკენა) სახელების მსგავსად, ვინაიდან ის რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. მე-19 საუკუნეში ძველი სახელი ფორმალურად ისევ შემოღებულ იქნა. 1970-იანებში კათარევუსას გაუქმების შემდეგ ქალაქის პოპულარული სახელი ათინაი დაბრუნებულ იქნა.

[რედაქტირება] ისტორია

[რედაქტირება] მდებარეობა

[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი

[რედაქტირება] ტრანსპორტი

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ათენი&oldid=1940455-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე