ტარტუ

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ტარტუ
Tartu
ძველი ქალაქის ერთ-ერთი მოედანი
ძველი ქალაქის ერთ-ერთი მოედანი
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ესტონეთი
რეგიონი ტარტუ
კოორდ. 58°23′00″ ჩ. გ. 26°43′00″ ა. გ. / 
ფართობი 38.8 კმ²
მოსახლეობა 102,414 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 2,640 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+2,ზაფხულშიUTC+3
ოფიციალური საიტი http://www.tartu.ee

ტარტუ მდებარეობა ესტონეთი

Red pog.svg

ტარტუ (გერმ. და შვედურად Dorpat, ლატვიურად Tērbata, რუს. Дерпт ან Юрьев) - ესტონეთის მეორე უდიდესი ქალაქი.

ტარტუ პირველი ესტონური ქალაქია, რომელიც ქრონიკებში მოიხსენიება–თვით ტალინზე ადრეც კი 1030 წელს. 1632 წელს ტარტუში დაარსდა უნივერსიტეტი, რითაც ეს ქალაქია ცნობილი მთელ ევროპაში. აკადემიზმის სული ტარტუში ფეხის ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა..

ტარტუ მდებარეობს სამხრეთ აღმოსავლეთ ესტონეთში, მდ. ემაიოიგის ხეობაში. მიუხედავად II მსოფლიო ომის დროინდელი დანაკარგებისა, შედარებით კარგადაა შემონახული ქალაქის კლასიკური ცენტრი. ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია რატუშა (1782–1789. არქ. ი. ჰ. ბ. ვალტერი), XIV საუკუნის დროინდელი გოთური ეკლესია, XIX საუკუნის I დეკადების დროინდელი უნივერისტეტის მთავარი კორპუსის შენობა . აღსანიშნავია ხის სახლები. ტოონემიაგის პარკში, სადაც ოდესღაც ციხე–სიმაგრე მდებარეობდა, დღეს უნივერსიტეტის რამდენიმე კორპუსი და ტარტუს ღირსეულ მოქალაქეთა ძეგლები მდებარეობს.

ტარტუ მდიდარია მუზეუმებით. მათ შორის აღსანიშნავია ესტონეთის ეროვნული მუზეუმი, რომელსაც გააჩნია მდიდარი ეთნოგრაფიული კოლექცია. აღსანიშნავია აგრეთვე XIII-XVI საუკუნეების დროინდელი კათედრალის ნანგრევებში განლაგებული უნივერსიტეტის მუზეუმი. სხვა მუზეუმებიდან: ობსერვატორიის, ანტიკვარიატის, ლიტერატურის, გეოლოგიის, ზოოლოგიის, სპორტის და სათამაშოების.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე