ლიუბლიანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ლიუბლიანა
Ljubljana

ტრომოსტოვიე და პრეშერენის მოედანი
დროშა გერბი

ქვეყანა სლოვენიის დროშა სლოვენია
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 46°03′05″ ჩ. გ. 14°30′20″ ა. გ. / 46.05139° ჩ. გ. 14.50556° ა. გ. / 46.05139; 14.50556
მმართველი ზორან იანკოვიჩი
დაარსდა 1144
პირველი ხსენება 1144
ფართობი 275.0 კმ²
ცენტრის სიმაღლე 298
ოფიციალური ენა სლოვენური ენა
მოსახლეობა 292,988 კაცი (2019[1])
სიმჭიდროვე 1,712 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 01
საფოსტო ინდექსი 1000
საავტომობილო კოდი LJ
ოფიციალური საიტი ljubljana.si
ლიუბლიანა — სლოვენია
ლიუბლიანა

ლიუბლიანა (სლოვენ. Ljubljana, გერმ. Laibach, იტალ. Lubiana) — სლოვენიის დედაქალაქი, მდებარეობს მდ. ლიუბლიანისა და სავას შესართავთან, ცენტრალურ სლოვენიაში, ალპებსა და ხმელთაშუა ზღვას შორის. მოსახლეობა: 265.881 (2002) (495.000 ურბანული აგლომერაციის ჩათვლით).

მდებარეობს 46.03°N, 14.30°E გადაკვეთაზე და ზღვის დონიდან 298 მ სიმაღლეზე. ტემპერატურა წლის განმავლობაში მერყეობს 0 °C დეკემბერში და 21.9 °C ივლისში. წლიური ნალექი ~1350 მმ-ია.

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს ქალაქის სახელის წარმოშობის უამრავი ვერსია. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, საწყისი სლოვენურ სიტყვა люблена-შია საძებნელი, ზოგი კი ფოქრობს, რომ ლათინურ სიტყვა aluviana-ში, ზოგს კი გერმანული სიტყვა Laibach მიაჩნია პირველადად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მიდამოები რომის იმპერიის ფარგლებში იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. 34 წელს რომის კოლონია ემონამ, თანამედროვე ლიუბლიანიდან მოშორებით, ქალაქის უფლება მიიღო. ახ. წ. V საუკუნეში ტერიტორია ბარბაროსებმა დაიპყრეს. VI საუკუნიდან აქ სლავური ლუვიგანაა განლაგებული, რომელიც X საუკუნეში უნგრელებმა დაიპყრეს.

ლიუბლიანის პირველი წერილობით მოხსენიება 1144 წელს განეკუთვნება. 1260 წელს მდინარე ლიუბლიანიცაზე პირველად მოიხსენიება როგორც ქალაქი. სწორედ იმხანად გახდა ლიუბლიანია კრაინის ადმინისტრაციული ცენტრი. 1276 წელს ტიროლის გრაფების ხელშია. 1335 წლიდან 1918 წლამდე — კრაინის მთავარი ქალაქია, რომელიც ჰაბსბურგებს ექვემდებარებოდა. 1809-1813/1815 წწ ფრანგული ილირიის პროვინციის ცენტრია. XIXXX სს სლოვენიის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ცენტრია.

1918 წელს იუგოსლავიის სამეფოს შექმნისთანავე ლიუბლიანა სამეფოში შემავალი სლოვენიის დედაქალაქი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ოკუპირებულია იტალიელების მიერ 1941—1943 წლებში, ხოლო 1943—1945 წლებში გერმანელების მიერ. ომის დასრულებისთანავე ლიუბლიანა სლოვენიის სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი, ხოლო 1991 წლიდან დამოუკიდებელი სლოვენიის დედაქალაქი გახდა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიუბლიანას ციხესიმაგრე

იმის მიუხედავად, რომ ლიუბლიანაში მოზრდილი შენობებიც დგას, განსაკუთრებით ქალაქის განაპირას, სლოვენიის დედაქალაქის ისტორიული ცენტრი მაინც ხელუხლებელი რჩება. აქ წარმოდგენილია ბაროკოსა და არტ-ნუვოს მიქსი. ქალაქი გრაცისა და ზალცბურგის მკაცრი ავსტრიული მოდური სტილის მკვეთრ გავლენას განიცდის. ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა XII საუკუნეში აგებული ლიუბლიანის ციხესიმაგრეა, რომელიც მდინარე ლიუბლიანიცას გადაჰყურებს. ციხესიმაგრე მარკგრაფების რეზიდენცია იყო.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიუბლიანა მსხვილი სატრანსპორტო კვანძია და ევროპის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტების გადაკვეთაზე მდებარეობს. თანამედროვე გზატკეცილებით იტალიას, ადრიატიკის სანაპიროს, ხორვატიას, უნგრეთსა და ავსტრიას, ასევე შიდარესპუბლიკურ მსხვილ ქალაქებს უკავშირდება. ლიუბლიანის საქალაქო-საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომპანია LPP-ის ავტობუსებისგან შედგება. მიმდინარეობს განხილვა ცენტრალური ქუჩების ტრამვაით მომსახურების შესახებ, რამეთუ უკანასკნელმა ტრამვაიმ ქალაქში 1956 წელს შეწყვიტა მუშაობა ავტომობილების ჭარბი ნაკადის გამო, განსაკუთრებით კი პიკის საათებში.

ლიუბლიანის საერთაშორისო აეროპორტი ბრნიკი (სლოვენ. Letališče Ljubljana, LJU), (Letališče Brnik) ქალაქიდან დაახლოებით 25 კილომეტრზე მდებარეობს. განვითარებულია ქალაქგარე ავტობუსებისა და მატარებლების ქსელი.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ljubljana, Ljubljana. Place Names. Statistical Office of the Republic of Slovenia. ციტირების თარიღი: 28 September 2016.
  2. Known as: Kingdom of Serbs, Croats and Slovenes (1918–1929)
  3. Known as: Federal People's Republic of Yugoslavia (1945–1963); Socialist Federal Republic of Yugoslavia (1963–1992)