ბად-იშლი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
ბად-იშლი
Bad Ischl
|
ბად-იშლი (გერმ. Bad Ischl) — საკურორტო ქალაქი ავსტრიაში, ზემო ავსტრიის ფედერალურ მხარეში, ზალცკამერგუტის რეგიონის ცენტრი. მდებარეობს მხარის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ტრაუნზე.
ისტორია [რედაქტირება]
ბად-იშლი პირველად მოხსენიებულია 1262 წელს ისელენის სახელით. 1466 წელს მას იმპერატორმა ფრიდრიხ III-მ საბაზრო ქალაქის სტატუსი მიანიჭა. 1563 წელს გაიხსნა მარილის მაღარო.
მას შემდეგ, რაც XIX საუკუნის დასაწყისში მარილწყლის სამედიცინო მიზნებით გამოყენება დაიწყო, იშლი სულ მალე გახდა მოდური სპა-კურორტი. 1828 წელს გაიხსნა სასტუმრო. 1849 წელს, ავსტრიის იმპერატორმა ფრანც იოსებ I-მა ქალაქი თავის საზაფხულო რეზიდენციად ამოარჩია.