პაფოსი (ქალაქი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პაფოსი.
ქალაქი
პაფოსი
Πάφος
ქალაქის ხედი
ქალაქის ხედი
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
კოორდინატები 34°46′00″ ჩ. გ. 32°25′00″ ა. გ. / 34.76667° ჩ. გ. 32.41667° ა. გ. / 34.76667; 32.41667
მერი სავას ვარგასი
ფართობი 400 კმ²
მოსახლეობა 47,000 კაცი (2001)
აგლომერაცია 66000
დროის სარტყელი UTC+2
საფოსტო ინდექსი 6010
ოფიციალური საიტი http://pafos.org.cy/

პაფოსი (ქალაქი) მდებარეობა კვიპროსი

Red pog.svg
პაფოსი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 34°46′00″ ჩ. გ. 32°25′00″ ა. გ. / 34.76667° ჩ. გ. 32.41667° ა. გ. / 34.76667; 32.41667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1980  (მე-4 სესია)
ნომერი 79
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 79
რუს.ინგლ.ფრ.

პაფოსი (ბერძნ. Πάφος, თურქ. Baf) — ქალაქი კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. წარმოადგენს ამავე სახელწოდების რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს.

ქალაქი იყოფა ორ ნაწილად კატო პაფოსი (ქვემო პაფოსი) და პანო პაფოსი (ზემო პაფოსი). ზემო ქალაქს ეწოდება კტიმა, სადაც მდებარეობს ქალაქის ცენტრი, სადაც განლაგებულია ადმინისტრაციული ნაგებობები. ქვემო ქალაქში კი მდებარეობს ღირსშესანიშნაობების უმეტესი ნაწილი, სასტუმროები, საიუველირო მაღაზიები, ბარები და რესტორნები.

გადმოცემის თანახმად ქალაქი წარმოადგენს ბერძნული მითოლოგიის სიყვარულის ქალღმერთის აფროდიტეს სამშობლოს. აქ შემორჩენილია რომაული პერიოდის ნანგრევები. 1980 წლიდან, ქალაქი შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

მითოლოგია[რედაქტირება]

ბერძნული მითოლოგიის თანახმად ქალაქის ლაჟვარდოვან სანაპიროსთან ახლოს დაიბადა, სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი აფროდიტე, რომელიც წარმოიშვა ზღვის ქაფიდან. უმეტესობა ადგილებისა ქალაქში დაკავშირებულია ქალღმერთის სახელთან, აქედან ყველაზე ცნობილია აფროდიტეს კლდე და აფროდიტეს ტაძარი.

კლიმატი[რედაქტირება]

პაფოსში არის ტიპიური ხმელთაშუაზღვიური კლიმატი, ნალექების დიდი რაოდენობით, რომელიც მოდის ნოემბრიდან მარტამდე. ზაფხულში პრაქტიკულად არ წვიმს. ტენიანობამ შეიძლება ავიდეს 85%-მდე.

თოვლი არის იშვიათი, დაახლოებით 10 წელიწადში ერთხელ.

მაქსიმალური ტემპერატურა აღწევს 35 ° C.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: