| ქალაქი
ლინცი
Linz
| გერბი |
 |
|
ლინცი (გერმ. Linz) — ქალაქი ავსტრიაში. ფედერაციული მხარის, ზემო ავსტრიის დედაქალაქი. მოსახლეობა — 189.528. არის ზემო ავსტრიის უდიდესი ქალაქი და ავსტრიის სიდიდით მესამე ქალაქი ვენისა და გრაცის შემდეგ. ქალაქის სახელის მიხედვით დაერქვა ასტეროიდს (1469) ლინცია-ს სახელი. ქალაქში მდებარეობს ოთხი უნივერსიტეტი, 5 თეატრი, მუზეუმი და XIII—XIX საუკუნეების არქიტექტურული ძეგლები.
ლინცი მდებარეობს ალპებში, ზღვის დონიდან 266 მეტრზე. აშენებულია მდინარე დუნაის ორივე ნაპირზე.
[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები
ბერლინი, გერმანია
ჰალე, გერმანია
რაინის ლინცი, გერმანია
მოდენა, იტალია
ჩენგდუ, ჩინეთი
სან კარლოსი, ნიკარაგუა
ნიჟნი ნოვგოროდი, რუსეთი
კანზას სითი, აშშ
გაბეს, ტუნისი
ზაპოროჟიე, უკრაინა
ტამპერე, ფინეთი
კლიში, საფრანგეთი
ჩესკე-ბუდეოვიცე, ჩეხეთი
ლინჩოპინგი, შვედეთი
ნორჩოპინგი, შვედეთი
კვანიანი, სამხრეთი კორეა
კურაშიკი, იაპონია