თუშეთის ალაზანი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
თუშეთის ალაზანი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
სათავე | აწუნთის ქედი |
სიგრძე | 59 კმ |
აუზის ფართობი | 825 კმ² |
![]() |
თუშეთის ალაზანი, ჩაღმის ალაზანი — მდინარე კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, თუშეთის ქვაბულში, მდინარე ანდის ყოისუს ერთ-ერთი მდგენელი. იწყება აწუნთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. სიგრძე 59 კმ, აუზის ფართობი 825 კმ². საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — შემოდგომა-ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 24 მ3/წმ.
თუშეთის ალაზნის მთავარი შენაკადებია: პირიქითი ალაზანი, წოვათისწყალი (მარცხენა), ორწყალი და ჭანჭახოვანისწყალი (მარჯვენა).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კიკილაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 138.