ხდე
იერსახე
| ხდე | |
|---|---|
|
ხდის ხეობა | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
| სათავე |
კიბიშის მყინვარი 42°37′44″ ჩ. გ. 44°44′44″ ა. გ. / 42.629000° ჩ. გ. 44.745667° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 2900 მ |
| შესართავი |
თერგი 42°44′12″ ჩ. გ. 44°37′40″ ა. გ. / 42.736861° ჩ. გ. 44.628000° ა. გ. |
| სიგრძე | 19 კმ |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 2,0 მ³/წმ |
|
| |
ხდე (ხდისწყალი, ქისტურა, ბროლისწყალი[1]) — მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე მთა ქორას ჩრდილოეთ ფერდობზე[1] არსებულ მყინვარ კიბიშზე, ზღვის დონიდან 2900 მეტრ სიმაღლეზე. ერთვის თერგს მარჯვნიდან დარიალის ხეობაში. სიგრძე 19 კილომეტრი. საზრდოობს თოვლის, წვიმის და მყინვარული წყლით. საშუალო წლიური ხარჯი 2 მ³/წმ. ამ მდინარეზეა დარიალჰესი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 450.