უჩა ნანუაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უჩა ნანუაშვილი
საქართველოს სახალხო დამცველი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 დეკემბერი, 2012 – 7 დეკემბერი, 2017
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიგიორგი ტუღუში
მემკვიდრენინო ლომჯარია

დაბადებული23 აპრილი, 1974
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი

უჩა ნანუაშვილი (დაიბადა 23 აპრილი, 1974) — საქართველოს სახალხო დამცველი 2012 წლის 7 დეკემბრიდან 2017 წლის 7 დეკემბრამდე.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2002 – ბირმინგემის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა სამართლისა და პრაქტიკის პროგრამა / ინგლისი;
  • 2002 –საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ბრიტანული ინსტიტუტი /მკვლევარი/ ლონდონი / ინგლისი;
  • 2002 – 2005 პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, მეცნიერებათა აკადემია /ასპირანტურა/ თბილისი, საქართველო;
  • 2000 – ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი /ადამიანის უფლებების პროგრამა/ სტრასბურგი, საფრანგეთი;
  • 1994-1999 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. საერთაშორისო სამართალმცოდნის დიპლომი;
  • 1991-1996 – პოლიტოლოგიის ინსტიტუტი. პოლიტოლოგიის დიპლომი. / თბილისი, საქართველო.

პროფესიული გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2012 დეკემბრიდან – საქართველოს სახალხო დამცველი;
  • 2010 – 2012 – ადამიანის უფლებათა სახლი / გამგეობის თავმჯდომარე;
  • 2007 – 2012 – ადამიანის უფლებათა ცენტრი / დირექტორი;
  • 2000 – 2002 – თბილისის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი / ლექტორი;
  • 2003 – 2004 – საქართველოს შსს პოლიციის აკადემია / ლექტორი;
  • 2000 – 2001 – ორგანიზაცია Amnesty International-ის თბილისის საინიციატივო ჯგუფი / კოორდინატორი;
  • 1998 – 1999 – ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა (HCA)–ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი / ადამიანის უფლებათა ოფიცერი;
  • 1996 – 2007 – ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი / სხვადასხვა პოზიციები (თანამდებობები).

დამატებითი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი / სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი / 2011–2012;

ორგანიზაცია Amnesty International–ის წევრი / 2000 წლის მარტიდან;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ადამიანის უფლებათა განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრი / 1997–1999;

პოლიტიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციისთან არსებული შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების კვლევის მრჩეველთა საბჭოს წევრი / 1999–2002;

ყოველთვიური გამოცემის „ადამიანის უფლებები საქართველოში“ მთავარი რედაქტორი / 2000–2003;

საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი - კავკასიის ქსელი / გამგეობის წევრი / 2004-2006;

ორგანიზაცია People to People International-ის თბილისის საბჭოს წევრი / 2001–2012;

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტის გამგეობის წევრი / 1998–1999;

War Resister’s International-ის საქართველოს სექციის გამგეობის წევრი / 2001–მიმდინარე;

სამოქალაქო მედიუმის გამგეობის წევრი / 2010–2012;

გლობალური ინიციატივია ფსიქიატრიაში / გამგეობის წევრი / 2011–2012 პროფესიული გაერთიანებები;

საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის (GPSA) ვიცე პრეზიდენტი / 2000 - მიმდინარე.

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

35-ზე მეტი მოხსენება და პუბლიკაცია ადამიანის უფლებათა საკითხებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]