ბუბისწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუბისწყალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ონის მუნიციპალიტეტი
მარცხენა შენაკადები თბილისა
სათავე რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი
42°44′45″ ჩ. გ. 43°44′54″ ა. გ. / 42.745972° ჩ. გ. 43.748472° ა. გ. / 42.745972; 43.748472
სათავის სიმაღლე 2970 მ
შესართავი ჭანჭახი
42°42′01″ ჩ. გ. 43°40′35″ ა. გ. / 42.700528° ჩ. გ. 43.676611° ა. გ. / 42.700528; 43.676611
შესართავის სიმაღლე 1520 მ
სიგრძე 9,97 კმ
აუზის ფართობი 41,3 კმ²
ბუბისწყალი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ბუბისწყალი
ბუბისწყალი
— სათავე, — შესართავი

ბუბისწყალი, ბუმბურა[1] — მდინარე საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ბუბის მყინვარზე, ზღვის დონიდან 2970 მ სიმაღლეზე. სიგრძე 9,97 კმ, აუზის ფართობი 41,3 კმ². ერთვის მდინარე ჭანჭახს მარჯვენა მხრიდან. აქვს სამხრეთ-დასავლური მიმართულება. ზემო დინებაში ერთვის რამდენიმე მდინარე, რომელთა შორის გამოიყოფა მდინარე თბილისა. ხეობა რთული რელიეფით ხასიათდება, რომლის ფარგლებში გამომუშავებულია ფიზიკური და ქიმიური გამოფიტვის მძლავრი მასალა.[2]

ბუბისწყლის ხეობაში არის რამდენიმე მცირე და დიდი ზომის ხეობის ტიპის მყინვარი, რომელთა შორის გამოიყოფა თბილისა და ბუბა. გეომორფოლოგიური თვალსაზრისით, ბუბისწყლის ხეობის ზემო წელი მიეკუთვნება ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიანი რელიეფის ზონის ჰორსტ-ანტიკლინურ ღერძულ ქვეზონას, ხოლო ხეობის შუა და ქვემო წელი საშუალო და მაღალმთიანი რელიეფის სუბგანედური მიმართულების შეფარდებითი დაძირვის ქვეზონას.[2]

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის გლაციალური ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.[2]

აუზში ხარობს ფიჭვი, ნაძვი, არყი და სხვა. ბუბისწყლისა და მდინარე ჭანჭახის შეერთების ადგილას მდებარეობს კურორტი შოვი. ბუბისწყლის ხეობაში მდებარეობდა სოფელი ბუბა.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რაჭის გეოგრაფიული სახელწოდებანი : სალექსიკონო მასალა : ტომი I, 2003, გვ. 33
  2. 2.0 2.1 2.2 გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარ დასკვნა რაჭაში განვითარებული მოვლენების შესახებ
  3. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1972, გვ. 179