ჭიჩო
იერსახე
ჭიჩო | |
---|---|
კოორდინატები: 42°21′42″ ჩ. გ. 45°03′31″ ა. გ. / 42.36167° ჩ. გ. 45.05861° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3084 მ |
ქედი | ქართლის ქედი |
ამგებელი ქანები | მერგელოვანი ფიქალი |
ჭიჩო — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ქართლის ქედის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, მდინარე ივრის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3084 მ. აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ასაკის მერგელოვანი ფიქლებით. მთის კალთები ციცაბოა. დანაწევრებულია მდინარეების ფშავის არაგვისა და ივრის შენაკადებით. ჩრდილოეთ კალთაზე შემორჩენილია რამდენიმე პატარა მყინვარული ცირკი. მთის ზემო ნაწილი შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით, ქვემო — შერეული ფართოფოთლოვანი ტყით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტაბიძე ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 402.