გისტოლა
იერსახე
გისტოლა | |
---|---|
გისტოლა | |
კოორდინატები: 43°02′51″ ჩ. გ. 43°01′33″ ა. გ. / 43.0475750° ჩ. გ. 43.0260167° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 4860 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
სურათები ვიკისაწყობში |
გისტოლა — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში.
მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარეების წანერის (ენგურის აუზი) და ბეზინგის ჩერეკის (თერგის სისტემა) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4860 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი.
1886 წელს გისტოლაზე პირველად ავიდნენ ინგლისელი ალპინისტები დონკინი და დენტი, შვეიცარიელ მეგზურებთან ბურგენერთან და ანდენმატენთან ერთად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 36.