შინაარსზე გადასვლა

სანდრო რაქვიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე (სანდრო) რაქვიაშვილი
დაბადების თარიღი 19 ივლისი, 1982 (1982-07-19) (42 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია გირჩი

ალექსანდრე რაქვიაშვილი (დ. 19 ივლისი, 1982) — ქართველი პოლიტიკოსი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი. პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრი. 2016–2019 წლებში იყო თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი. 2019 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.

2021 წლის 27 მაისიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გირჩი“. რაქვიაშვილის გადეპუტატების მიზნით, სალომე მუჯირმა პარლამენტის წევრობაზე უარი თქვა, ხოლო პარტია „გირჩმა“ ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო სია ჩახსნა.[1]

რაქვიაშვილს დამთავრებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „პარლამენტმა დაამტკიცა 3 ახალი პარლამენტარის უფლებამოსილება“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)