შინაარსზე გადასვლა

ლიხის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიხის ქედი
ლიხის ქედის ლანდშაფტი
ლიხის ქედის ლანდშაფტი
კოორდინატები: 42°12′56″ ჩ. გ. 43°36′04″ ა. გ. / 42.215806° ჩ. გ. 43.601306° ა. გ. / 42.215806; 43.601306
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული შიდა ქართლის მხარე
იმერეთის მხარე
უმაღლესი წერტილი რიბისი
სიმაღლე 2470 
სიგრძე 102 კმ
ლიხის ქედი — იმერეთის მხარე
ლიხის ქედი
სურათები ვიკისაწყობში

ლიხის ქედი, სურამის ქედიქედი საქართველოში, შიდა ქართლის მხარესა და იმერეთის მხარეს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს კავკასიონისა და მცირე კავკასიონის მთათა სისტემების დამაკავშირებელ სუბმერიდიანულ ქედზე, რომელიც საქართველოს ყოფს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად (ძვ. წყაროებით „ლიხთიმერად“ და „ლიხთამერად“). ლიხის ქედი კასპიისა და შავი ზღვების წყალგამყოფია. შუა მონაკვეთი ტექტონიკურად ეკუთვნის ძირულის კრისტალურ მასივს, ჩრდილოეთი — კავკასიონს, სამხრეთი — მცირე კავკასიონს. ქედის სიგრძე ერწოს უღელტეხილიდან ლომისმთამდე 102 კმ-ია. აბსოლუტური სიმაღლე ცვალებადობს 900-2470 მ ფარგლებში. მწვერვალებიდან აღსანიშნავია: რიბისი (2470 მ), ალხაშენდა (2319 მ), ბილურთა (2166 მ), რუსთავი (1926 მ), ლოხონი (1925), ვირიგვერდი (1644 მ), შვილდისი (1443 მ), ედისჯვარი (1320 მ), საბუეთი (1248 მ), წაქვა (1220 მ), კაპრებისმთა (1177 მ); უღელტეხილებიდანრიკოთი (999 მ), ჯვარი (936 მ), ფონა და სხვა.

ლიხის ქედი ასრულებს კლიმატგამყოფის როლს, მაგრამ კოლხეთის დაბლობისა და აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატურ-ბოტანიკური ოლქების საზღვარი წყალგამყოფს კი არ მიუყვება, არამედ — ქედის აღმოსავლეთ კალთებს. ქედის უმეტესი ნაწილი ფართოფოთლოვანი ტყითაა შემოსილი (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი). განაპირა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში წიწვიანებიცაა. სუბალპური და ალპური მდელოები მხოლოდ უკიდურეს ჩრდილოეთ ბოლოზეა (მთები რიბისი და ალხაშენდა). სხვა უტყეო უბნები ანთროპოგენური წარმოშობისაა. ქედში გაყვანილია წიფის სარკინიგზო და რიკოთქვეშა საავტომობილო გვირაბები, ხოლო ქედზე გადის ხაშური-ზესტაფონის და გომი-საჩხერის საავტომობილო გზები.

ლიხის ქედის პანორამა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: