კარსტული ძაბრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძაბრი (ომანი).
ძაბრი (საფრანგეთი).

კარსტული ძაბრი (ცნობილია აგრეთვე როგორც „დოლინა“ ან „წკვარამი“) — დედამიწის ზედაპირზე არსებული ბუნებრივი ჩაღრმავება ან ორმო, რომელიც წარმოიქმნება კარსტული პროცესების შედეგად — კარბონატული ქანების ქიმიური ლღობით,[1] ან სუფოზიური პროცესებით.[2] ზომები იცვლება 1-იდან 600-მდე. კარსტული ძაბრები ფორმირდება დროდადრო, ან უეცრად და მსოფლიოს მრავალ ადგილშია გამოხატული. ძაბრი კარსტული ლანდშაფტის ტიპური ელემენტია, თუმცა კარსტთან ყოველთვის დაკავშირებული არ არის. ძაბრი ბუნებრივი ან ანთროპოგენური რელიეფის ფორმებია.

წარმოქმნის მექანიზმებში ჩართულია ეროზიის ბუნებრივი და სუფოზიური პროცესები. ასე მაგალითად, გრუნტის წყლები აორთქლებენ მაცემენტებელ კარბონატებს, და შემდეგ გადააქვთ სუსტი ნაწილაკები, რის შედეგად იქმნება სიცარიელე. ხშირად კარსტული ძაბრი გახსნილია მღვიმის ძირში. მოზრდილ ძაბრებში არსებული ნაკადული ან მდინარე ხშირ შემთხვევაში საფუძველთან მოჩანს ხოლმე. ასეთებია მაგ., პაპუა-ახალი გვინეისა და აშშ-ში მდებარე დიდი ძაბრები. ზოგჯერ ადამიანის ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილი რელიეფის ფორმებია. მაგ., ძაბრი ხშირად შახტის ჩამონგრევის ან კანალიზაციის დანგრევის შედეგია.

მრავალრიცხოვანი დიდი ძაბრები გვხვდება მექსიკაში, ვენესუელაში, ჩინეთში, ლაოსსა და პაპუა-ახალ გვინეაში. მსოფლიოს უდიდესი ძაბრი სიღრმეში აღწევს 662 მ-ს (სიაოჯაი-ტიანკენგი, ჩინეთი). განვითარების შედეგად ძაბრები ერთმანეთს ერწყმიან, რომლებიც გაცილებით უფრო მსხვილ უარყოფით რელიეფის ფორმებს ქმნიან.

კარსტული ძაბრები გამოხატულია საქართველოშიც და დაკავშირებულია მხოლოდ კარსტთან. ზოგიერთ შემთხვევაში იგი ტბებითაა დაკავებული. მაგ., ერწოს ტბას უკავია ოთხი, ხოლო დევის ტბას ორი კარსტული ძაბრი. კარსტული ძაბრები გვხვდება აგრეთვე ასხისა და არაბიკის მასივებზე, ჭიათურის პლატოზე და სხვ. საქართველოს ჩრდილოეთ-დასავლეთ მხარეში, კერძოდ აფხაზეთში, არაბიკისა და ბზიფის მოვაკებაზე დაკარსტულობის ინტენსივობის მაჩვენებელია ძაბრების ხშირი ქსელი, ასე, მაგ., არაბიკის დიდვაკეზე კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 85-90, ხოლო ბზიფის თხემის მოვაკებაზე 210-220 ძაბრი მოდის. უფრო დაბალ ჰიფსომეტრიულ დონეზე მდებარე მამძიშხის თხემური მოვაკება, იმერეთის პლატოს რიგი რაიონები, „ვაკეტყე“, ბუჯასსათავის რაიონი და სხვ. გამოირჩევიან აგრეთვე ძაბრების სიმჭიდროვით.[3]

კარსტული ძაბრი როგორც კარსტული ლანდშაფტის ტიპური ელემენტი გვხვდება იქ, სადაც განვითარებულია კირქვებისა ან თაბაშირის ქანები. კლასიკური ძაბრები გვხვდება ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში. ფართოდაა განვითარებული ხმელთაშუაზღვიურ ქვეყნებში, საბერძნეთში, საფრანგეთში, ესპანეთში; აგრეთვე გერმანიაში, ავსტრიაში და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Lard, L., Paull, C., & Hobson, B. (1995). „Genesis of a submarine sinkhole without subaerial exposure“. Geology 23 (10): გვ. 949–951. 
  2. კარსტი და მღვიმეები – დოლინები და კარსტული ძაბრები. ბრიტანეთის გეოლოგიური მიმოხილვა.
  3. ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966, გვ. 11-12.