ოქუმი
იერსახე
| ოქუმი | |
|---|---|
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | გალის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
| მარჯვენა შენაკადები | ოხოჯა, წარჩე |
| მარცხენა შენაკადები | დიდი ერისწყალი |
| სათავე |
კოდორის ქედის სამხრეთ კალთა 42°48′47″ ჩ. გ. 41°51′19″ ა. გ. / 42.813278° ჩ. გ. 41.855306° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 1650 მ |
| შესართავი |
შავი ზღვა 42°37′19″ ჩ. გ. 41°30′05″ ა. გ. / 42.621944° ჩ. გ. 41.501472° ა. გ. |
| შესართავის სიმაღლე | 0 მ |
| სიგრძე | 56 კმ |
| აუზის ფართობი | 559 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 26,5 მ³/წმ |
|
| |
ოქუმი — მდინარე დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1650 მ-ზე. ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 56 კმ, აუზის ფართობი 559 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ოქტომბერსა და იანვარში. ახასიათებს წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 26,5 მ³/წმ. უმთავრესი შენაკადებია: დიდი ერისწყალი (მარცხენა), ოხოჯა, წარჩე (მარჯვენა).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 618.