თორნიკე რიჟვაძე
| თორნიკე რიჟვაძე | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
|---|---|
| 21 ივლისი, 2018 – 4 აპრილი, 2025 | |
| პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი |
| წინამორბედი | ზურაბ პატარაძე |
| დაბადებული | 25 მარტი, 1989 ხულო, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | ქართველი |
| მამა | დავით რიჟვაძე |
| დედა | ელიზაბეტ რიჟვაძე |
თორნიკე რიჟვაძე (დ. 25 მარტი, 1989, ხულო, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი სამართალმცოდნე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2018 წლის 21 ივლისიდან 2025 წლის 4 აპრილამდე[1].
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თორნიკე რიჟვაძე დაიბადა 1989 წლის 25 მარტს, დაბა ხულოში.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თორნიკე რიჟვაძე 2006-2007 წლებში იყო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) სტიპენდიატი, სადაც მიიღო პასო რობლეს საშუალო სკოლის დიპლომი (კალიფორნია, აშშ). 2007-2011 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა სამართლის ბაკალავრის სპეციალობით; არის 2010 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილე (პეპპერდინის უნივერსიტეტი, მალიბუ, კალიფორნია); 2011-2014 წლებში სწავლობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა ბიზნესის მაგისტრის, საერთაშორისო ბიზნესის სპეციალიზაციით; 2012 წელს სწავლობდა ლიჰაის უნივესტიტეტში (პენსილვანია, აშშ). არის ლი იაკოკას და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიატი - The Global Village for Future Leaders of Business and Industry; Exclusive Leadership Program; 2012-2013 წლებში სწავლობდა სიტის უნივერსიტეტში, ლონდონში (ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივინგის პროგრამის სტიპენდიანტით), რომელიც დაამთავრა სამართლის მაგისტრის სპეციალობით, LLM- საერთაშორისო ბიზნეს სამართალი. დისერტაცია: „Project finance: Does it really eliminate agency problems or promote opportunistic behavior? The Case of Eurotunnel”.
2015 წელს ჩააბარა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტზე, დოქტორანტურაზე; 2017 წელს კი ოჯახური გარემოების გამო, საკუთარი ნებით გაირიცხა და ვერ დაასრულა სწავლა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად უნივერსიტეტმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც 2022 წლის 7 მარტს თორნიკე რიჟვაძემ ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ვინ დაიწყო ომი — რუსეთმა თუ უკრაინამ, თქვა, რომ ეს დარგის ექსპერტებმა იციან.[2]
2017 წლიდან სწავლობდა ფლორენციის რეგულირების სკოლაში - ენერგო სექტორის რეგულირებაზე.
სამუშაო გამოცდილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის 21 ივლისიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდოამარეა;[3] 2017 წლის 26 დეკემბერამბრიდან იყო სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი; 2017 წლის 24 ივლისიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; 2013-2017 წლებში შპს აჭარისწყალი ჯორჯია (TATA POWER, CLEAN ENERGY INVEST, IFC -ის ერთობლივი საწარმო), იურიდიული დირექტორი (2015-2017), იურიდიული მრჩეველი (2013-2015); 2014-2016 წლებში აჭარის ა.რ. მთავრობის ეკონომიკური საბჭო, მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში; 2011-2012 წლებში „ოუფენ რევოლუშენ ჯორჯია”, აჭარის რეგიონალური მენეჯერი; 2010-2011 წლებში გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ბიზნეს კონსულტანტი/დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორი; 2007–2013 წლებში სამეწარმეო და საკონსულტაციო საქმიანობა, დონორების დაფინანსებული პროექტების მენეჯმენტი (EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის (TAM BAS) პროგრამა) 2012-2013 წლებში გაიარა სტაჟირება ფინანსური ინოვაციების შემსწავლელ ცენტრში (CSFI), ლონდონი; 2008-2009 წლებში გაიარა სტაჟირება სი-ეიჩ-ეფ ინთერნეიშენალ (CHF International, USAID programme).
პუბლიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- “The Investment Laws of Georgia: Key FDI Driver or Irrelevance?”;
- International Academic Conference on Law, Politics, & Management, May 28-29, 2015;
- Vilnius, Lithuania. Conference Papers – Law.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თორნიკე რიჟვაძე — ბიოგრაფია დაარქივებული 2020-08-10 საიტზე Wayback Machine.
- თორნიკე რიჟვაძე - დეკლარაცია[მკვდარი ბმული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა
- ↑ „კიევის უნივერსიტეტი: თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც მხარს რუსეთს უჭერს, ჩვენი დიპლომი არ აქვს“. formulanews.ge. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=-ში (დახმარება) - ↑ თორნიკე რიჟვაძე ზურაბ პატარაძის შემცვლელად დასახელდა. ajaratv.ge. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2019.
| წინამორბედი: ზურაბ პატარაძე |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2018-2025 |
შემდეგი: — |

