შინაარსზე გადასვლა

გიორგი თოთლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თოთლაძე, გიორგი)
გიორგი თოთლაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2016 – 2020
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია

დაბადებული10 თებერვალი, 1983 (1983-02-10) (41 წლის)
ქარელი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
განათლებაგორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი თოთლაძე (დ. 10 თებერვალი, 1983, ქარელი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2016 წლიდან 2020 წლამდე.

დაიბადა 1983 წლის 10 თებერვალს. დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2008-2009 წლებში იყო ქარელის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. 2009-2010 წლებში იყო ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 2013-2015 წლებში — „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2014-2015 წლებში შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე. 2016 წლიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ გორის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქარელის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 52,29% მიიღო (12 331 ხმა).[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. შედეგები 2016