შინაარსზე გადასვლა

ავარიის ყოისუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავარიის ყოისუ

ავარიის ყოისუსა და ანდის ყოისუს შეერთების ადგილი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები დაღესტანი
სათავე აღმოსავლეთი კავკასიონი
41°52′10″ ჩ. გ. 46°45′25″ ა. გ. / 41.86944° ჩ. გ. 46.75694° ა. გ. / 41.86944; 46.75694
სათავის სიმაღლე 2740 მ
შესართავი 42°47′27″ ჩ. გ. 46°47′46″ ა. გ. / 42.79083° ჩ. გ. 46.79611° ა. გ. / 42.79083; 46.79611
სიგრძე 178 კმ
აუზის ფართობი 7660 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 95,0 მ³/წმ
წყლის ხარჯი (მაქს.) 1350 მ³/წმ
ავარიის ყოისუ — დაღესტანი
ავარიის ყოისუ
ავარიის ყოისუ
— სათავე, — შესართავი
ავარიის ყოისუ ვიკისაწყობში

ავარიის ყოისუ (რუს. Аварское Койсу) — მდინარე რუსეთში. მიედინება დაღესტნის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ კავკასიონზე. მდინარე სულაკის მარჯვენა მდგენელი. ზემო დინებაში ეწოდება ჯურმუთი. სათავე აქვს აღმოსავლეთ კავკასიონზე, მთა გუთნის დასავლეთ კალთაზე. მიედინება უმეტესად ჩრდილო-აღმოსავლური მიმართულებით, ბოღოზისა და ნუკატლის ქედებს შორის. გზადაგზა ქმნის ვიწრო ხეობებს, ზოგან კანიონებს. სიგრძე 178 კმ, აუზის ფართობი 7660 კმ². საერთო ვარდნა უდრის 2440 მ-ს. ავარიის ყოისუს აუზის საერთო გამყინვარების ფართობია 6,8 კმ². შერეული საზრდოობის მდინარეა. უერთდება მდინარე ანდის ყოისუს, რის შემდეგ წარმოიქმნება მდინარე სულაკი.

მდინარის აუზის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი შემოზღუდულია ბოღოზის ქედით, სამხრეთ-დასავლეთით საკუთრივ მთავარი წყალგამყოფი ქედით, სამხრეთით ამოწეულია დიულთიდაღის მასივი. წყალმოვარდნები იცის გაზაფხულ-ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. წყალდიდობა დამახასიათებელია მაის-აგვისტოს ჩათვლით. წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯი 95,0 მ³/წმ, მაქსიმალური — 1350 მ³/წმ. მდინარეს მოაქვს დიდი რაოდენობით ნაყარი მასალა. ხე-ტყის დაცურება. იყენებენ სარწყავად. მთავარი შენაკადია ყარაყოისუ, რომელზედაც აგებულია ორი ჰესი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]