კაბალი
კაბალი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
სათავე | კახეთის კავკასიონი |
სიგრძე | 45 კმ |
აუზის ფართობი | 391 კმ² |
კაბალი — მდინარე, ალაზნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2720 მ, სიგრძე 45 კმ, აუზის ფართობი 391 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, მდგრადი წყალმცირობა — ზამთარში, არამდგრადი — ზაფხულში, წყამოვარდნები — შემოდგომაზე. კაბალის წყლით ირწყვის 2854 ჰა ფართობი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 417.