ზაზა გოროზია
ზაზა გოროზია | |
ზაზა გოროზია (მარჯვნივ) და მიხეილ სააკაშვილი, ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის გახსნაზე 2006 წელს | |
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
ოქტომბერი, 2012 – 2013 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ივანე მერაბიშვილი |
წინამორბედი | გურამ მისაბიშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 ოქტომბერი 2011 – 25 ოქტომბერი, 2012 | |
წინამორბედი | ბაკურ კვეზერელი |
მემკვიდრე | დავით კირვალიძე |
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2005 – 20 ოქტომბერი, 2011 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
წინამორბედი | მიხეილ არდია |
მემკვიდრე | გურამ მისაბიშვილი |
დაბადებული | 11 თებერვალი, 1975 მარტვილი, საქართველო |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
მეუღლე | თამთა კობახიძე |
განათლება | თბილისის სამედიცინო აკადემია |
პროფესია | ჯანდაცვის მენეჯერი |
ზაზა გოროზია (დ. 11 თებერვალი, 1975, ქ. მარტვილი) — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 2011 წლის 20 ოქტომბერიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზაზა გოროზია დაიბადა მარტვილის რაიონში 1975 წლის 11 თებერვალს. დაამთავრა მარტვილის მე-2 საშუალო სკოლა. 1992-1999 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო აკადემიაში. შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, ჯანდაცვის მართვისა და ორგანიზაციის სპეციალობით.
2000-2001 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტში სტაჟიორად, ხოლო შემდეგ გადაყვანილ იქნა კოლონიის მთავარ ექიმად. 2001-2002 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 2003 წელს მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრად.
2003-2005 წლებში მუშაობდა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ჯერ უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ უფროსად. 2005-2011 წლებში იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული — გუბერნატორი. 2011-2012 წლებში იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი. 2012 წლიდან კვლავ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორია.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰყავს მეუღლე — თამთა კობახიძე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზაზა გოროზია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაარქივებული 2011-12-03 საიტზე Wayback Machine.
|