შოთა შალელაშვილი
შოთა შალელაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 19 ივნისი, 1959 |
დაბადების ადგილი | სამტრედია, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
შოთა შალელაშვილი (დ. 19 ივნისი, 1959, სამტრედია)[1] — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი. საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი. 2023 წლიდან პარტიის „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1987 წელს დაამთავრა მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. 1976–1978 წლებში იყო სამტრედიის რაიკავშირის უნივერმაღის მუშა; 1984–1985 წლებში მოსკოვის ბაკუნინის სახელობის კვების კომბინატის საამქროს უფროსი; 1985–1987 წლებში სამტრედიის საკონსერვო კომბინატის ინჟინერ-ტექნოლოგი; 1987–1989 წლებში სამტრედიის რაიკოოპერატივის თავმჯდომარის მოადგილე.
დირექტორისა და დამფუძნებლის თანამდებობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989–1991 წლებში იკავებდა ასოციაცია „საქართველოს“ სამტრედიის ფილიალის დირექტორის თანამდებობას. 1991–1993 წლებში იყო მოსკოვის კომერციული ბანკის „პროგრეს-ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი. 1993 წლიდან სხვადასხვა კომპანიებში იკავებდა დირექტორის თანამდებობას:
- 1993–1995 — მრავალდარგობრივი კომპანია „სოფა“;
- 1995–1999 — კომპანია „ინტერი“;
- 2000–2002 — „დაგრეგო“;
- 2002–2005 — შპს „ოპალლი“;
- 2005–2009 — „ტრანსსერვისი“;
- 2009–2014 — შპს „სანტრეა“
- 2014–2015 — შპს „სავინიონი“.
პოლიტიკური საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016–2019 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. იყო ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი. საპარლამენტო საქმიანობის ბოლო პერიოდში საპარლამენტო უმრავლესობის გარკვეული ნაწილის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოდიოდა. მანამდე მან მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატებთან ურთიერთობა შესაცვლელი ჰქონდა.[2] 2019 წლის მარტში „მრეწველების“ ფრაქცია დატოვა და ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე დაწყებული უთანხმოების გამო მმართველი გუნდი რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. 10 სექტემბერს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს მიმართა და მიზეზად „სამეწარმეო საქმიანობა“ დაასახელა.[3]
2023 წლის 21 მაისს დააარსა პარტია „თაობები საქართველოსთვის“ და განაცხადა, რომ აპირებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შოთა შალელაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- შოთა შალელაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: შოთა შალელაშვილი. declaration.acb.gov.ge (2020). ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2024
- ↑ „საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი სადეპუტატო მანდატს ტოვებს“. civil.ge. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „პარლამენტმა დეპუტატ შოთა შალელაშვილს უფლებამოსილება შეუწყვიტა“. civil.ge. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა ახალი პარტია შექმნა“. პუბლიკა. 23 მაისი, 2023. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)