შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ერქვანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ერქვანია
დაბადების თარიღი 12 დეკემბერი, 1975 (1975-24-12) (48 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა პოლიტიკოსი, იურისტი

ალექსანდრე ერქვანია (დ. 24 დეკემბერი, 1975, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი.

ალექსანდრე ერქვანია დაიბადა 1975 წლის 24 დეკემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1997-2001 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე. 2001-2006 წლებში იკავებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აპარატის უფროსის თანამდებობას. 2007-2010 წლებში იყო შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ იურისტი, 2010-2016 წლებში კი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2019 წლის დეკემბერში დატოვა საპარალამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ალექსანდრე ერქვანიას ქონებრივი დეკლარაცია[მკვდარი ბმული]
  2. „ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა“. imedinews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-14. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)