ჩერეკი
იერსახე
ჩერეკი | |
---|---|
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | ყაბარდო-ბალყარეთი |
სათავე |
კავკასიონი 43°16′56″ ჩ. გ. 43°33′36″ ა. გ. / 43.28222° ჩ. გ. 43.56000° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 714,4 მ |
შესართავი |
ბაქსანი 43°42′01″ ჩ. გ. 44°03′02″ ა. გ. / 43.70028° ჩ. გ. 44.05056° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 190 მ |
სიგრძე | 79 კმ |
აუზის ფართობი | 3070 კმ² |
მდინარის სისტემა | ბაქსანი → მალკა → თერგი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 39,5 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ჩერეკი ვიკისაწყობში |
ჩერეკი (რუს. Черек) — მდინარე რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში. სიგრძე 79 კმ, აუზის ფართობი 3070 კმ². ბაქსანის მარჯვენა შენაკადი. წარმოიქმნება მდინარეების ბალყარეთის ჩერეკისა და ხულამის ჩერეკის შეერთების შედეგად, რომლებსაც სათავე აქვთ კავკასიონის ჩრდილოეთი კალთის მყინვარებში. უმთავრესად საზრდოობს თოვლისა და ყინულის წყლით. წყალდიდობა იცის ზაფხულში. წყლის საშუალო ხარჯი ბალყარეთის ჩერეკისა და ხულამის ჩერეკის შეერთების ადგილზე 39,5 მ³/წმ.[1] ჩერეკის ხეობაშია ტბა ცერიქოლი. მდინარის ნაპირებზეა დასახლებული პუნქტები. განვითარებულია ხე-ტყის დაცურება. მდინარეში ბინადრობს მდინარის კალმახი, თერგის ციმორი, თერგის ტობი, კვირჩხლა და სხვა.[2]