სტორი
| სტორი | |
|---|---|
|
მდინარე სტორი ფშაველსა და ლალისყურს შორის | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | თელავის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
| სათავე |
კახეთის კავკასიონი 42°17′30″ ჩ. გ. 45°28′17″ ა. გ. / 42.291722° ჩ. გ. 45.471611° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 2950 მ |
| შესართავი |
ალაზანი 42°00′45″ ჩ. გ. 45°27′59″ ა. გ. / 42.012667° ჩ. გ. 45.466472° ა. გ. |
| სიგრძე | 38 კმ |
| აუზის ფართობი | 281 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 9,55 მ³/წმ |
|
| |
სტორი — მდინარე კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, თელავის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი, სათავე აქვს ზღვის დონიდან 2950 მეტრის სიმაღლეზე, მდინარის სიგრძეა 38 კმ, აუზის ფართობი 281 კმ². მოედინება სტორის (სტვრის) ხეობაში. მის ნაპირს მიჰყვება თუშეთისკენ მიმავალი ფშაველი-ომალოს გზა. მდინარის ნაპირებზეა გაშენებული სოფლები: ლეჩური, ფშაველი და ლალისყური. ლეჩურსა და ფშაველს შორის მდინარეზე აშენებულია წყალსაცავი. მდინარის სანაპირო ზოლი 18-მდე რეკრეაციულ ადგილს ითვლის.
საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყლდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე. საშუალო წყლის ხარჯი 9,55 მ³/წმ.
მდინარე სტორი (შტორი) ერთ-ერთი წყალუხვი მდინარეა, ზაფხულის მცხუნვარე პერიოდში მდინარე ალაზნის ერთ-ერთი მასაზრდოებელი სწორედ მდინარე სტორია.
სოფელ ფშაველიდან 35-40 კილომეტრში, ხეობაში არსებობს ფეოდალთა საცხოვრისი, ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია შტვრის (სტორი) საერისთაო.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
მდინარე სტორი სოფელ ფშაველთან
-
მდინარე სტორი სოფელ ლეჩურთან
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 574.