კრისტალური ფიქლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კრისტალური ფიქალი

კრისტალური ფიქლებიმეტამორფული ქანების დიდი ჯგუფის საერთო სახელწოდება. ახასიათებს შემადგენელი მინერალების ორიენტირებული განლაგება. კრისტალური ფიქლები ერთი (ქლორიტი ან მუსკოვიტი), უფრო ხშირად კი რამდენიმე მინერალისაგან (ქლორიტი, მუსკოვიტი, ალბიტი და სხვ.) შედგება. ფიქლების მეტამორფიზმის ხარისხი საშუალო ან მაღალია. განარჩევენ ორთოფიქლებს, რომლებიც წარმოიქმნება მაგმური ქანების მეტამორფიზმის შედეგად, და პარაფიქლებს (მეტაფიქლებს), რომლებიც წარმოიქმნება დანალექი ქანების მეტამორფიზმის შედეგად.

კრისტალური ფიქლების კლასიფიკაცია ეფუძნება მათ მინერალოგიურ და ქიმიურ შედგენილობას. გამოიყოფა შემდეგი კრისტალური ფიქლები: გნაისები (აგრეთვე გარანულიტები), ფილიტები, კვარციტები და სხვ. მსოფლიოს მრავალი გეოლოგიური ერთეული აგებულია კრისტალური ფიქლებით, რომელიც ხშირად გრანიტთან ან გნაისთან ერთად არის წარმოდგენილი. მაგ., ცენტრალური კავკასიონი (კავკასიონის მთავარი ქედის მონაკვეთი) წარმოადგენს მასიური კრისტალური ქანების ერთობლიობას, რომელშიც ჭარბობს გრანიტი, გნაისი და სხვადასხვა კრისტალური ფიქლები. ფართოდ არის გავრცელებული ციმბირში, ურალში, კავკასიაში და სხვ.

კრისტალური ფიქლები იგივეა რაც ასპიდური ფიქლები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]