კიდეგანისმაღალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიდეგანისმაღალი
კოორდინატები: 42°40′27″ ჩ. გ. 44°50′10″ ა. გ. / 42.674222° ჩ. გ. 44.836139° ა. გ. / 42.674222; 44.836139
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული მცხეთა-მთიანეთის მხარე
ინგუშეთი
სიმაღლე 4275 
ქედი კიდეგანის ქედი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი
პირველი ასვლა 1936
კიდეგანისმაღალი — საქართველო
კიდეგანისმაღალი
კიდეგანისმაღალი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
კიდეგანისმაღალი

კიდეგანისმაღალი[1][2]მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ინგუშეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ახიელისწყლის, შანისა და ხანკოლის სათავეებში, საჯიხვისღელისა და სახარისღელის უღელტეხილებს შორის. წარმოადგენს კიდეგანის ქედის უმაღლეს წერტილს. სიმაღლე ზღვის დონიდან 4275 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. დასავლეთ და აღმოსავლეთ კალთებზე მყინვარებია. ხასიათდება მთა-მდელოსა და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტით. კიდეგანისმაღალზე პირველად ავიდნენ 1936 წელს, მეორედ — 1943 წელს ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]