გველისმთა (თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი)
იერსახე
გველისმთა | |
---|---|
კოორდინატები: 42°36′57″ ჩ. გ. 44°49′39″ ა. გ. / 42.61583° ჩ. გ. 44.82750° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე ინგუშეთი |
სიმაღლე | 3970 მ |
ქედი | კიდეგანის ქედი |
ამგებელი ქანები | ფიქალი |
გველისმთა[1] — მთა საქართველო რუსეთის (ინგუშეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ განშტოების — კიდეგანის ქედის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ჭიმღისწყლის (ასის მარცხენა შენაკადი), შანდონისა (არმხის შენაკადი) და ნაროვანისწყლის (ჯუთისწყლის მარჯვენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან — 3970 მეტრი. აგებულია იურული ასპიდური ფიქლებით. კალთები ციცაბოა, მეტწილად ფლატოვანი, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კალთებზე ცირკული მყინვარებია. განვითარებულია სუბნივალური ლანდშაფტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 139.
- უთმელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 608.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 45.