ასა (ჩეჩნ. Iaьса-хи; ინგუშ. Эса-хий) — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. მდინარე სუნჯის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს პირიქითა ხევსურეთში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. გაედინება საქართველოს დუშეთის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ფარგლებში. სიგრძე 133 კმ, აუზის ფართობი 2060 კვ.კმ. ზემო დინებაში მთის მდინარეა, ქვემოთ ბარისა.
მოვაკებულ ტერიტორიებზე მდინარის ხეობის სიგანე 60 მ-მდეა.
საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში.