ზეკარი
იერსახე
| ზეკარი | |
|---|---|
ზეკარი | |
| კოორდინატები: 41°49′39″ ჩ. გ. 42°51′43″ ა. გ. / 41.82750° ჩ. გ. 42.86194° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | იმერეთის მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე |
| სიმაღლე | 2180 მ |
| ქედი | მესხეთის ქედი |
| აკავშირებს | ხანისწყლისა და ქვაბლიანის ხეობებს |
| ამგებელი ქანები | ანდეზიტი და ტუფ-ბრექჩია |
| ფლორა | ბუჩქნარები მდელოები |
ზეკარი, რკინის ჯვარი — უღელტეხილი საქართველოში, იმერეთის მხარის ბაღდათისა და სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მესხეთის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2182 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტებითა და ტუფ-ბრექჩიებით. შემოსილია სუბალპური ბუჩქნარებითა და მდელოებით. ზეკარზე გადადიოდა საავტომობილო გზატკეცილი (ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი), რომელიც აკავშირებს მდინარეების ხანისწყლისა და ქვაბლიანის ხეობებს. ამჟამად გზა გაუვალია ხანისწყლის ხეობაში და საავტომობილო მოძრაობა ხდება უღელტეხილის შემოვლით საირმის გავლით.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ზეკარზე მისასვლელი გზა
-
ზეკარის უღელტეხილი
-
ზეკარის უღელტეხილი
-
ზეკარის უღელტეხილის ხედი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 341.