ნანუკა ჟორჟოლიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნანუკა (ნანა) ჟორჟოლიანი
Nanuka Zhorjoliani 1.jpg
დაბ. სახელი ნანა ჟორჟოლიანი
დაბ. თარიღი 26 ივნისი, 1979 (1979-06-26) (39 წლის)
თბილისი, საქართველო
პროფესია ჟურნალისტი
ტელეწამყვანი
ჯილდოები
თამარ მეფის ორდენი
საიტი www.facebook.com

ნანუკა (ნანა) ჟორჟოლიანი (დ. 26 ივნისი, 1979, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნანუკა (ნანა) ჟორჟოლიანი დაიბადა 1979 წლის 26 ივნისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში.[1] 2009 წლიდან აქვს საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც ამ დრომდე გადის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე.[2] ასევე, 2005-2007 წლებში იყო ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი.[3]

განქორწინებულია.[4] ჰყავს ორი შვილი: მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნანუკა ჟორჟოლიანი აგვისტოს ომს იხსენებს. droni.ge. წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.
  2. ნანუკას შოუ. rustavi2.ge. წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.
  3. ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი. infocenter.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.
  4. ნანუკა ჟორჟოლიანი მეუღლეს დაშორდა. www.ambebi.ge. წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2018.