ახალგორის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ახალგორის მუნიციპალიტეტი
MM-Akhalgori-ka.svg

ახალგორის მუნიციპალიტეტი  დროშა ახალგორის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

ახალგორი

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის მხარე

სიმჭიდროვე

7.6 [1] კაცი/კმ²

ფართობი

1011 კმ2

მოსახლეობის რაოდენობა

7.600 კაცი (2006 წელი)

ეროვნება

ქართველები 85.1%
ოსები 14.3%
რუსები 0.2%
სომხები 0.2%
აფხაზები 0.1%[2]

ახალგორის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

ახალგორის მუნიციპალიტეტი (1935-1991 წლებში ლენინგორის რაიონი) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში. ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. 1992 წლიდან საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მყოფი ცალკე მუნიციპალიტეტია. ახალგორის მუნიციპალიტეტის ფართობია 1011 კმ². ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ახალგორი. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.[1]

ახალგორის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით კასპის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით გორის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით ჯავისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები.

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ახალგორს რუსმა ოკუპანტებმა ისევ საბჭოთა სახელწოდება „ლენინგორი“ უწოდეს. მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარცხენა სანაპიროზე, რკინიგზის სადგურ ქსანიდან 35 კმ-ზე. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს. მოსახლეობა 2.5 ათასი (2002 წ.). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები.[1]

ზღვის დონიდან 800 მეტრამდე ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა: 9,6°C იანვრის: 1,6°C, ივლისის: 20,3°C აბსოლუტური მაქსიმუმი: 38°C, აბსოლუტური მინიმუმი: -28°C. ნალექები — 730 მმ წელიწადში.[1]

სიმაღლის მატებასთან ერთად ტემპერატურა კლებულობს და ყელის ვულკანურ თხემზე საშუალო წლიური ტემპერატურა -5°,-6°C-ია. მთებში ნალექიანობა მატულობს და ყელის ზეგანზე 1600 მმ-ს აღწევს წელიწადში.[1]

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიეფის მიხედვით ახალგორის მუნიციპალიტეტი მრავალფეროვნებით ხასიათდება. რელიეფი ძირითადად მაღალმთიანია. აქ ფართოდაა გავრცელებული ვულკანური და მყინვარული ფორმები.

მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია ხარულისა და ალევის ქედები და ვულკანურ მაღალმთიანი ყელის ზეგანი. ხარულის ქედი მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოებაა, რომელიც კავკასიონს ლაღწითის მწვერვალთან გამოეყოფა და თითქმის მერიდიანულად მიემართება. უკავშირდება იგი გერმუხის ქედის აღმოსავლურ ბოლოს მთა ქნოღოსთან. ქედის უმაღლესი მწვერვალია ყელი (3628 მ). მნიშვნელოვანი მთებია: ქნოღო, გალავდური, ცხრაწყარო. ხარულის ქედი აგებულია იურული, ცარცული და პალეოგენური ქანებით.

ალევის ქედი კავკასიონის სამხრეთ განშტოებაა, რომელიც ხარულის ქედს უერთდება არხის ქედის მეშვეობით. ყურყუტას მასივამდე ქედს სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულება აქვს, მის შემდეგ კი სამხრული. მნიშვნელოვანი მთებია: ლომისისმთა, მუნჯუხე, ყურყუტა, საფერშეთი, ლორწომისკლდე. ცარცული სისტემის ფლიშური წყებებით აგებულ ალევის ქედს ნაზი რელიეფი ახასიათებს, რაც გამოიხატება მისი თხემის ტალღობრივ პროფილში და ფერდობთა მცირე კლდოვანებაში.

ყელის ზეგანი ცენტრალური კავკასიონის სამხრეთი კალთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იფარგლება კავკასიონის მთავარი ქედით, ხარულისა და არხის ქედებით. ზეგნის სიმაღლე მერყეობს 2600-3200 მ შორს. იგი საფეხურებად ეშვება სამხრეთით არხის ქედისაკენ და აღმოსავლეთით მდინარე არაგვისკენ. ყელის ზეგანმა გამყინვარება განიცადა, რაც გამოიხატება ტროგების, მორენებისა და სხვათა სახით. გვხვდება ასევე პერიგლაციალური ფორმები.

მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულებია მდინარეების ქსნისა და ლეხურას ხეობები. ქსნის ხეობა ლარგვისს ზემოთ ჟამურამდე და ქსნის შენაკადების – ჭურთას, ცხრაძმულას, ალეურასა და სხვათა ხეობები ტიპობრივ ეროზიულ ხეობებს წარმოადგენენ. ქსნის ზემო დინებას ჟამურის ხეობა ეწოდება. მდინარე ლეხურა ხარულის ქედის სამხრეთ კალთაზე იწყება და მისი ხეობის ფსკერი ზემო ზაყორთან ზღვის დონიდან 1070 მ სიმაღლეზე იმყოფება. მდინარის აუზის მორფოლოგიურ ხასიათს განსაზღვრავს მდინარეული ეროზია.

შიდა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგორის მუნიციპალიტეტი შიგა წყლებით მდიდარია. მთავარი მდინარეა ქსანი, რომელიც ყელის ტბის სამხრეთ ნაწილიდან გამოედინება. სოფელ პავლიანამდე მდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გაედინება, ხოლო შემდეგ ძირითადად სამხრულ მიმართულებას ექვემდებარება. საზრდოობს თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წლყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. ქსანი მტკვრის მარცხენა შენაკადია.

მუნიციპალიტეტის ფარგლლებში ქსნის შენაკადებიდან მნიშნვნელოვანია ცხრაძმულა, ჭურთა და ალეურა.

ცხრაძმულა (სიგრძე 15 კმ) და ალეურა (სიგრძე 21 კმ) იბადებიან ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე. ხოლო ჭურთა (სიგრძე 18 კმ) ხარულის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე.

ახლგორში მდებარეობს მრავალი ტბა, რომელთა უმეტესობა გაბნეულია ყელის ზეგანზე. ტბებიდან მნიშნვნელოვანია ყელი, წითელი ხატი (დიდი და პატარა) და სხვ. ყელის ტბა ამავე სახელწოდების ზეგანზე მდებარეობს ზღვის დონიდან 2914 მ-ზე. სარკის ფართობია 1,28 კვ.კმ. მაქსიმალური სიღრმე 63 მ. ტბა იკვებება თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მაქსიმალური დონე ივნისშია, მინიმალური თებერვალში.

წითელი ხატის ტბები მდებარეობენ ფაჩურის ქედზე. დიდი წითელი ხატის ტბა ზღვის დონიდან 2779 მ სიმაღეზეა და აქვს 53 მ მაქსიმალური სიღრმე.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზღვის დონიდან 800 მ-მდე ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9,6° იანვრის -1,6°, ივლისის 20,3° აბსოლუტური მაქსიმუმი 38°, აბსოლუტურ მინიმუმი - 28°. ნალექები 730 მმ წელიწადში.

სიმაღლის მატებასთან ერთად ტემპერატურა კლებულობს და ყელის ვულკანურ თხემზე საშუალო წლიური ტემპერატურა -5° -6°. ნალექიანობა მთებში მატულობს და ყელის ზეგანზე იგი 1600 მმ აღწევს.

ნიადაგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიეფის ხასიათის შესაბამისად ნიადაგები სიმაღლებრივ ზონებს ქმნიან. ტყის ზონის ქვემო ნაწილში გაბატონებულია ყავისფერი ნიადაგები, რომელსაც შუა ნაწილში მცირე და საშუალო სისქის ტყის ყომრალი ნიადაგები ცვლის, ხოლო ზემო ნაწილში ღია და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგები. ტყის ზონის ზემოთ დიდი ფართობი უჭირავს მთის მდელოს კორდიან და კორდიან-ტორფიან ნიადაგებს.

ალუვიური კარბონატული ნიადაგები გვხვდება მდინარე ქსნის გასწვრივ.

ლანდშაფტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. ბორცვიან-სერებიანი მთისწინეთი ჯაგრცხილნარ-მუხნარით ტყის ყავისფერ ნიადაგებზე;
  2. დაბალი მთები მუხნარ-რცხილნარით ტყის ყომრალ ნიადაგებზე;
  3. საშუალო მთები წიფლის ტყეები ტყის ყომრალ ნიადაგებზე;
  4. მთის მდელოს ნიადაგი სუბალპური მდელოთი;
  5. მთის მდელოს კორდიან და კორდიან-ტორფიანი ნიადაგი ალპური მდელოთი;
  6. ტუგაის ტყის ლანდშაფტი.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილში გაბატონებულია სუბალპური ტყე მდელოები. ტერიტორიის შუა ნაწილში ძირითადად არის წიფლნარი, სამხრეთ ნაწილში კი მუხნარ-რცხილნარი და სხვა ფართოფოთლოვანი ტყეები. ხარულის ქედის კალთები ტყიანია. თხემი კი შემოსილია მდელოს ბალახეულით. ალევის ქედის მრავალ ადგილში სუბალპური და ალპური მდელოებია. ქვემოთ კი არის ფართოფოთლოვანი ტყეები. ყელის პლატოს მცენარეულობა მკაცრი ჰავის, ინტენსიური მექანიკური გამოფიტვისა და ნიადაგური საფრის სუსტი განვითარების გამო, ღარიბია და წყვეტილი ბალახეული საფრით არის წარმოდგენილი.

ქსნისა და ლეხურას ხეობების ტყეებში ჭარბობს წიფლნარი.

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტყეებში გვხვდება დათვი, ირემი, შველი, ჯიხვი, არჩვი, ციყვი. ყველგანაა კურდღელი, მგელი, მელა და სხვ. ორნითოფაუნას ქმნიან კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო (სწწ), ჩხიკვი, ქორი, კოდალა, მწყერი, ყვავი, შაშვი დ სხვ.

ახალგორის მუნიციპალიტეტში მდებარე ტბებში იქთიოფაუნა საერთოდ არ მოიპოვება (მაგ.: ყელისა და წითელიხატის ტბები). მდინარეებში არის კალმახი, წვერა, ქაშაპი და ა.შ.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის რიცხოვნობა — 7,7 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 8 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 117 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 116 სოფელი. მუნიციპალიტეტის ძირითადი სოფლებია: იკოთი, კორინთა, ყანჩავეთი, ქვემო ზახორი, ლარგვისი, დორეთკარი, ქარჩოხი.

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 12 080
2002 7 650 Decrease2.svg
2014 აღწერა არ ჩატარებულა

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — მუნიციპალიტეტის გამგეობა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოებია:

  • დაბის საკრებულო — 1: ახალგორი;
  • თემის საკრებულო — : ბოლის, გდუს, კორინთის, ლარგვისის, სალბიერის, ქარჩოხის, ცხრაძმის.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის ძირითადია მეცხოველეობა, მისდევენ ასევე მებოსტნეობას, მეხილეობას, საკვები კულტურების მოყვანას. ყანჩავეთი ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში 30 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 12 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაბენის მონასტერი (IX-XIII სს.), ლარგვისის მონასტერი, წირქოლის ციხე (IX ს.), ლომისის, არმაზის, ბიკარის ბაზილიკები, ცხმორის ციხე, ბალაანის კოშკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: