ჩრდილოეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰორიზონტის წერტილი — ჩრდილოეთი, რომელიც ზევითაა განთავსებული (N)

ჩრდილოეთი (ჩრდილოეთის წერტილი) — ჰორიზონტის ერთ-ერთი მთავარი წერტილი. სამყაროს ჩრდილოეთ პოლუსთან უახლოესი იმ ორ წერტილს შორის, რომლებშიც ცის მერიდიანი ჭეშმარიტ ჰორიზონტთან იკვეთება. აღინიშნება გერმანული N (Nord) ასოთი.

გეოგრაფიული ორიენტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთი წერტილი თანამედროვე მსოფლიო გეოგრაფიულ რუკაზე გამოისახება რუკის თავზე, ე. ი. მის ზედა მხარეზე ანუ ჩრდილოეთით. ჩრდილოეთის წერტილი რუკაზე დაგვეხმარება ქვეყნის ან რომელიმე პუნქტის ადგილმდებარეობის გამოსავლენად. თუმცა ცალკეულ ქვეყნებში ზოგჯერ არ არის შესაძლებელი ზუსტად ჩრდილოეთის წერტილის (მხარის) გამოვლენა ბუნებრივი პირობების ზემოქმედების გამო.

ასეთ შემთხვევაში კარგ მაგალითს გვაწვდის საქართველო. როგორც ეს გეოგრაფიულ რუკაზე ჩანს, ჩვენში კარგად არის გამოხატული ჰორიზონტის ორი წერტილი — დასავლეთისა და აღმოსავლეთისა. ისინი იკავებენ დიდ სივრცეებს. საქართველოსთვის ჩრდილოეთი იქნება მისი მთლიანი ჩრდილო სასაზღვრო ზოლი (სადაც საზღვარი რუსეთს გაუყვება), ხოლო დასახლებული მხარე არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივ, იქ, სადაც კავკასიონის მცირე ნაწილი წყალგამყოფის ჩრდილოეთით რომ გადადის. ეს არის საქართველოს ის მიწა-წყალი, რომელიც კავკასიონის მთების — ზილგახოხისა (დასავლეთით) და შავიკლდის (აღმოსავლეთით) შორისაა მოქცეული. დასავლეთ საქართველოში ტერიტორია არსად არ გადადის მთავარი თხემის ჩრდილოეთით.

ე.ი. აღმოსავლეთ საქართველოში ამდენად აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ წერტილები გამოიხატება.

მხედველობაშია მისაღები აგრეთვე გლობუსი, სადაც „დამსხდარი“ ქვეყნისა (და წყლის) ნაწილები იქნება აუცილებლად მის ზედა ნაწილში, ე. ი. ჩრდილოეთში.

ჩრდილოეთის დადგენა ვარსკვლავების საშუალებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატარა დათვის (ცენტრში) და დიდი დათვის თანავარსკვლავედების თანმიმდევრობითი მდებარეობა ცაზე, 6 საათიანი ინტერვალით

ჩრდილოეთი მხარის გეოგრაფიული ორიენტაცია ყოველთვის მარტივი იყო ყველა ეპოქაში. მას მეზღვაურები და სხვადასხვა მეცნიერები იღებდნენ, როგორც ცამრგვალზე პატარა დათვის თანავარსკვლავედზე მდებარე უძრავ ვარსკვლავს. ცნობილია რომ ცამრგვალის მუდმვი მოძრაობის მიუხედავად დედამიწიდან მხოლოდ ერთი — პოლარული ვარსკვლავი რჩება გაუნძრევლად თავის ადგილზე, რაც კარგი საშუალება იყო ჩრდილოეთი მხარის გასარკვევად, ხოლო აქდან კი დანარჩენი სამი მხარის დადგენც.

ჩრდილოეთის დადგენა კომპასის საშუალებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპასი

ადგილზე ჩრდილოეთი მხარის დადგენა შესაძლებელია კომპასითაც. კომპასზე არსებულ მაგნიტურ ისარზე, დედამიწის მაგნიტურ ველის ზემოქმედებით ისარი იღებს ისეთ მდგომარეობას, რომლის ერთი მხარე მიმართულია ჩრდილოეთის, ხოლო მეორე — სამხრეთისკენ.

ჩრდილოეთის წერტილის საპირისპიროა სამხრეთი წერტილი, რომელიც ეკვატორიდან სამხრეთით მიდის. ჩრდილოეთ ტერიტორიას ამა თუ იმ მონაკვეთში ემატება ჰორიზონტის სხვა მნიშვნელოვანი წერტილები — დასავლეთი და აღმოსავლეთი, რომლებიც უფრო დეტალურად დაადგენენ მოცემულ გეოგრაფიულ სივრცეში ამა თუ იმ ტერიტორიას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ჰორიზონტის მხარეები
  ჩრდილოეთი  
დასავლეთი Compass Rose Russian North.svg აღმოსავლეთი
  სამხრეთი