ლომისისმთა
იერსახე
| ლომისისმთა | |
|---|---|
ლომისისმთა და სოფელი ზემო მლეთა | |
| კოორდინატები: 42°24′42″ ჩ. გ. 44°29′02″ ა. გ. / 42.41167° ჩ. გ. 44.48389° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2452 მ |
| ქედი | ალევის ქედი |
ლომისისმთა — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მდინარეების ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ალევის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2452 მ. აგებულია ზედაიურული ფლიშით. შემოსილია სუბალპური მდელოებით, ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე ფოთლოვანი ტყეა. ლომისისმთის თხემზე არის მთიულეთის ისტორიული სალოცავი ლომისა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 286.