ყურყუტას მთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყურყუტას მთა
კოორდინატები: 42°22′26″ ჩ. გ. 44°36′21″ ა. გ. / 42.37389° ჩ. გ. 44.60583° ა. გ. / 42.37389; 44.60583
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
ახალგორის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2681,4 
ქედი ალევის ქედი
ყურყუტას მთა — საქართველო
ყურყუტას მთა
ყურყუტას მთა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ყურყუტას მთა

ყურყუტას მთამთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ალევის ქედზე, მდინარე ცხრაძმულის (ქსნის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2681,4 მ. მისგან სამხრეთით ამავე სახელწოდების მეორე მთაა, რომლის სიმაღლეა 2575 მ. ორივე მთა აგებულია უმთავრესად ცარცული ნალექებით. მთების კალთები ზომიერად ციცაბოა და შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]