მაკრატელას ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაკრატელა (მრავალმნიშვნელოვანი).
მაკრატელას ქედი
მაკრატელას ქედის ხედი სოფელ ვესტომთის მიდამოებიდან
მაკრატელას ქედის ხედი სოფელ ვესტომთის მიდამოებიდან
კოორდინატები: 42°27′35″ ჩ. გ. 45°29′36″ ა. გ. / 42.459944° ჩ. გ. 45.493361° ა. გ. / 42.459944; 45.493361
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ახმეტის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი სამვრონი
სიმაღლე 3482 
ამგებელი ქანები ფიქალი
მაკრატელას ქედი — საქართველო
მაკრატელას ქედი
მაკრატელას ქედი — კახეთის მხარე
მაკრატელას ქედი
სურათები ვიკისაწყობში

მაკრატელას ქედიქედი აღმოსავლეთ საქართველოში (თუშეთი). შეადგენს კავკასიონის მთავარი ქედის ნაწილს. წარმოადგენს პირიქითა ალაზნისა და თუშეთის ალაზნის წყალგამყოფს. მაკრატელას ქედი გამოეყოფა აწუნთის ქედს აღმოსავლეთით, მწვერვალებს ამუგოსა და დიდ ბორბალოს შორის. მასზე აღმართულია მწვერვალები: სამვრონი (3482 მ), წიო (3380 მ), ცივი (3362 მ) და მაკრატელა (3106 მ). აგებულია იურული ფიქლებით.

აქვს სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულება და მთავრდება ომალოს პლატოთი. მაკრატელას ქედის თანამედროვე გამყინვარება უმნიშვნელო სიმძლავრით ხასიათდება და სამვრონისმთის მასივის ჩრდილო კალთებთან არის დაკავშირებული. მეოთხეულ პერიოდში ქედზე წარმოდგენილი იყო ხეობის ტიპის მყინვარები, რომელთა სიგრძე 5-6 კმ-ს აღწევდა, მათი ქვედა ბოლოები 2400-2500 მ აბსოლუტურ სიმაღლეზე მდებრეობდნენ.

ქედის სამხრეთ-აღმოსავლური მონაკვეთი ფოთლოვანი ტყითაა შემოსილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში დამახასიათებელია ალპური მდელოს ლანდშაფტი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964.