მაკრატელა
იერსახე
| მაკრატელა | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°27′07″ ჩ. გ. 45°31′23″ ა. გ. / 42.45194° ჩ. გ. 45.52306° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 3106 მ |
| ქედი | თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი |
| ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
მაკრატელა, მაკრატელთანა — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე — თუშეთში, მდინარეების ალაზნისა და თუშეთის ალაზნის წყალგამყოფ მაკრატელას ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3106 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. კალთები დამრეცი და ნაწილობრივ კლდოვანია. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 376.