პირიქითი ალაზანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პირიქითი ალაზანი
Piriqita alazani.JPG
სათავე პირიქითი ქედი
სიგრძე 49 კმ
აუზის ფართობი 368 კმ²

პირიქითი ალაზანი (ზემო დინებაში ქვახიდისწყალი) — მდინარე თუშეთში, ანდის ყოისუს ერთ-ერთი მდგენელი. სიგრძე 49 კმ, აუზის ფართობი 368 კმ². სათავე აქვს პირიქითი ქედის სამხრეთ კალთის მდინარეზე ზღვის დონიდან 3195 მ-ზე; ერთვის თუშეთის ალაზანს მარცხნიდან, სოფელ ომალოსთან. საზრდოობს თოვლის, მყინვარული, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულში (მაქსიმალური — ივლისში), წყალმცირობა — ნოემბრიდან აპრილამდე. ნოემბრიდან მარტამდე იძგიფება, ჩნდება თოში, ყინულნაპირისი.

თოშხერგილის გამო ზოგჯერ წყალი გუბდება და დონე იწევს. იშვიათად იფარება მთლიანი ყინულსაფრით ნელი დინების მონაკვეთებზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 10,2 მ³/წმ. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 34%, ზაფხულ-შემოდგომაზე — 56%, ზამთარში — 10%.

მთავარი შენაკადებია: ლაროვანისწყალი, დიდი ხევი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]