შინაარსზე გადასვლა

ბაია კვიციანი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაია კვიციანი
დაბადების თარიღი 12 აპრილი, 1986 (1986-04-12) (38 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

ბაია (ხათუნა) კვიციანი (დ. 12 აპრილი, 1986) — საქართველოს პარლამენტის წევრი. 2021 წლის 27 მაისიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. ის პარლამენტში მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლედ შევიდა.[1]

დაიბადა 1986 წლის 12 აპრილს. 2007 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, ხელოვნებათმოცდნეობისა და სოციალური მეცნიერებების სპეციალობით. 2007-2008 წლებში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 2010-2011 წლებში იყო თბილისის მე-9 საჯარო სკოლის ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი. ამავე წლებში იყო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპეციალისტი. 2016 წელს – ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტი. 2016-2018 წლებში იყო მოდის სახლი შპს „დალოოდის“ გენერალური დირექტორი. 2018-2019 წლებში ბრიტანეთის საბჭოს (British Council) - დიდი ბრიტანეთის/საქართველოს სეზონი 2019: ახალი ჰორიზონტის ახალგაზრდული ბორდის წევრი. 2020 წლიდან მულტიდისციპლინარული ხელოვნების მენეჯმენტის პლატფორმა „ედუკოს“ დამფუძნებელი. 2021 წლის 27 მაისიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „პარლამენტს გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლედ სამი ახალი დეპუტატი შეემატა“. www.interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 2 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)