ბექნუ ხერგიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხერგიანი.
ბექნუ ხერგიანი
დაბადების თარიღი 1912
მესტია
გარდაცვალების თარიღი 27 ნოემბერი, 1990
დაკრძალულია მესტია
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მთამსვლელი
ჯილდოები
მედალი „მამაცობისათვის“ მედალი „კავკასიის დაცვისათვის“
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1951

ბექნუ ხერგიანი (დ. 1912 — გ. 27 ნოემბერი, 1990) — ქართველი მთამსვლელი. სპორტის ოსტატი (1940), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951), მთამსვლელობის უფროსი ინსტრუქტორი (1937), ფიზკულტურის მასწავლებელი, მესტიის სამთო-სამაშველო სამსახურის უფროსი, სსრკ-ში პირველად, თანაგუნდელებთან ერთად განახორციელა კედლოვანი ასვლა სამხრეთ უშბაზე, რითაც სათავე დაუდო კედლოვანი ასვლების კლასს მთამსვლელობაში (1937).[1]

წლის საუკეთესო ასვლად ჩაითვალა შხელდა-უშბისა (1950) და შხარა-რუსთაველი-ჯანღა-კათინთაუ-თეთნულდის (1952) ტრავერსები. ოქროს მედალი მოიპოვა პამირში დარვაზის ქედის ტრავერსისათვის (1957), ვერცხლის მედალი ზულუმარტისა და იმიერალაის ქედის ტრავერსისათვის (1960). პამირისა და კავკასიონის მწვერვალებზე განახორციელა ასზე მეტი ასვლა.[2]

იალბუზის დასავლეთი მწვერვალიდან ჩამოხსნა გერმანელ ფაშისტთა მიერ აღმართული ნაცისტური დროშა (1943). ალ. ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბის საბჭოს წევრი. დაჯილდოებულია სამამულო ომის ორდენით და ოთხი მედლით, მათ შორის „მამაცობისათვის“, „კავკასიის დაცვისათვის“.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ე. ბერიშვილი ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ. პალიტრა L, 2013.
  2. 2.0 2.1 ი. ჯაფარიძე, მყინვარწვერიდან ევერესტამდე (1923-1991 წწ.). თბილისი, 2010