ტებულოს მთა
ტებულოს მთა | |
---|---|
ტებულოს მთა | |
კოორდინატები: 42°34′24″ ჩ. გ. 45°18′43″ ა. გ. / 42.57333° ჩ. გ. 45.31194° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4493 მ |
ქედი | პირიქითი ქედი |
ტებულოს მთა, დაქუეხი — მწვერვალი საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს აღმოსავლეთ კავკასიონის უმაღლეს წერტილს. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, მდინარეების ანდის ყოისუსა და ხომისწყლის სათავეებს შორის. სიმაღლე 4493 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მის ფერდობზე ეშვება მყინვარები 3 კმ² საერთო ფართობით. ტებულოს მთა წარმოადგენს პირამიდისებურ მწვერვალს, ეგრეთ წოდებულ კარლინგს. ტებულოსმთის მძლავრი საკვანძო მასივი, რომლის ტოტებიც სამხრეთისაკენ, ჩრდილო-დასავლეთისაკენ, ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ არიან გაწვდილი, ხეობის ტიპის გამყინვარების განმარტოებულ კერას წარმოადგენს. მისი თოვლის საბურველი ასაზრდოებს საკმაოდ მსხვილ მყინვარებს, რომლებიდანაც გამოედინებიან არღუნის მარჯვენა შემდინარე მდინარე ტუღო და ანდის ყოისუს მთავარი მდგენელი მდინარე ქვახიდისწყალი. ტებულოსმთის მასივი მთავარ ქედთან შეერთებულია ბორბალოსმთის მასივთან, აწუნთის ქედის საშუალებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 681.
- მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964.