არღუნი (მდინარე)
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
არღუნი | |
---|---|
![]() შატილის ხეობა | |
ქვეყანა |
![]() ![]() |
სიგრძე | 148 კმ |
აუზის ფართობი | 3400 კმ² |
![]() |
არღუნი[1] — მდინარე საქართველოში, ინგუშეთსა და ჩეჩნეთში, მდინარე სუნჯის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 148 კმ, აუზის ფართობი 3,4 ათასი კმ2. იწყება საქართველოში, პირიქითა ხევსურეთში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, დათვისჯვრის უღელტეხილის მახლობლად. ზემო დინებაში არღუნი მთის სწრაფი მდინარეა, შუაწელში არღუნის ხეობა განიერდება, ქვემო დინებაში ვაკეზე გამოდის. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით, აგრეთვე მარადიული თოვლისა და მყინვარების წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზე იცის, წყალმცირობა – ზამთარში. მთავარი შენაკადებია ანდაქი (საქართველოს ფარგლებში) და შაროარღუნი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 217.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „არღუნი“ ვიკისაწყობში.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 17, თბ., 1987.
|