ქვახიდისწყალი
იერსახე
| ქვახიდისწყალი | |
|---|---|
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ახმეტის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
| სათავე |
თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი 42°31′14″ ჩ. გ. 45°17′05″ ა. გ. / 42.520583° ჩ. გ. 45.284889° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 3595 მ |
| შესართავი |
პირიქითი ალაზანი 42°29′59″ ჩ. გ. 45°28′12″ ა. გ. / 42.499861° ჩ. გ. 45.470194° ა. გ. |
| სიგრძე | 19 კმ |
| აუზის ფართობი | 96 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 2,55 მ³/წმ |
|
| |
ქვახიდისწყალი — მდინარე საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მოქცეულია თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. წარმოადგენს მდინარე პირიქითი ალაზნის ერთ-ერთ სათავეს — ზღვის დონიდან 3595 მ-ზე. სიგრძე 19 კმ, აუზის ფართობი 96 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა გაზაფხულ-ზაფხულშია (მაქსიმალური ივლისში), ხანგრძლივი წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 2,55 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 508.