XX საუკუნის დასაწყისიდან ფიქსირდება წყაროებში. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია პალეოლითური ღია ტიპის ძეგლი, პალეოლითის ხანის მასალა და ნეოლითური იარაღი. XIX საუკუნეში აქ იყო რუსული სიმაგრე კოლხიდა და დიდი მთავრის ალექსანდრე მიხეილის ძე რომანოვის მამული „კოლხიდა“. შემდეგ შეიქმნა დასახლებული პუნქტი. ვ. კვარჭიას ცნობით, XIX საუკუნეში აქ იყო სოფლები აძაფშ და ფსახარა. 1923 წელს გაგრის მაზრაში შედიოდა კოლხიდა-ალახაძის, ხოლო 1925 წელს — ალახაძე-კოლხიდის თემის სახელწოდებით (2 სოფლით). 1930 წელს კოლხიდის თემში შედიოდა სოფლები: ზემო კოლხიდა, ქვემო კოლხიდა ქვემო შადრევანი (ფონტანი), ხევი (უშჩელიე). დაბის სტატუსი მიენიჭა 1982 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეციტრუსეობის და მებოსტნეობის მეურნეობები. 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ აფხაზეთის რესპუბლიკის მიერ ეწოდა ფსახარა (Ԥсахара) და დაუბრუნდა სოფლის სტატუსი.[4]
1959 წლის მონაცემებით, დღევანდელი დაბა კოლხიდის ტერიტორიაზე მდებარეობდა ორი სოფელი: ზემო კოლხიდა და ქვემო კოლხიდა. ზემო კოლხიდაში ცხოვრობდა 486 ადამიანი, უმეტესად სომხები, ხოლო ქვემო კოლხიდაში — 1667 ადამიანი, სომხები და ქართველები. მთლიანად კოლხიდის სასოფლო საბჭოს მოსახლეობა 8019 ადამიანი იყო[5]. 1989 წლის აღწერით დაბა კოლხიდაში ცხოვრობდა 3102 ადამიანი, ასევე სომხები და ქართველები. 1989 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობდა 3102 ადამიანი.
2011 წლის აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ჩატარებული აღწერის მიხედვით, ფსახარის სასოფლო საბჭოს მოსახლეობა შეადგენს 2492 ადამიანს, მათგან 1486 — სომეხი (59,6 %), 727 — აფხაზი (29,2 %), 170 — რუსი (6,8 %), 56 — ქართველი (2,2 %), 21 — პონტოელი ბერძენი (0,8 %), 12 — უკრაინელი (0,5 %), ხოლო 20 ადამიანი სხვა ეთნიკურობისაა (0,8 %).[4]