აფხაზეთის სსრ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აფხაზეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა
აფხ. Советтә Социалисттә Республика Аҧсны
რუს. Социалистическая Советская Республика Абхазия

რესპუბლიკა

31 მარტი, 192119 თებერვალი, 1931
დროშა გერბი
დევიზი
Пролетарии всех стран, соединяйтесь!
Апролетарца аτ̆ѵлақуа ӡег̆ѵ рҿѵ iqoy, щҿeiдѵщкѵл!
ჰიმნი
ინტერნაციონალი

აფხაზეთის სსრ-ის ტერიტორია (1921-1931)
დედაქალაქი სოხუმ-კალე
უდიდესი ქალაქები სოხუმ-კალე, გაგრა
რელიგია ათეიზმი
ფართობი 8600 კმ²
მოსახლეობა 201 016 (1926)

აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, აფხაზეთის სსრ (აფხ. Советтә Социалисттә Республика Аҧсны, ССР Аҧсны; რუს. Социалистическая Советская Республика Абхазия, ССР Абхазия; 31 მარტი, 192119 თებერვალი, 1931) — ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, გამოცხადდა სოხუმის ოკრუგის 1904 წლამდელ საზღვრებში. 1921 წლის 16 დეკემბრიდან აფხაზეთის სსრ ამიერკავკასიის სფსრ-ში შესვლის მიზნით გახდა საქართველოს სსრ-ის ნაწილი ფედერალურ საწყისებზე და იწოდებოდა „სახელშეკრულებო აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა“-დ. 1922 წლის 13 დეკემბიდან აფხაზეთის სსრ ამიერკავკასიის სფსრ-ში შევიდა, როგორც საქართველოს სსრ-ის სუბიექტი[1]. 1931 წლის 19 თებერვლიდან აფხაზეთის სსრ-ის სტატუსი შეიცვალა ავტონომიური რესპუბლიკით[2][3].

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის საბჭოთა რესპუბლიკად არსებობის პერიოდში, მისი თვითსახელწოდება დამკვიდრებული იყო სამ ენაზე: ქართულად ის იხსენიებოდა, როგორც „აფხაზეთის სსრ“, რუსულად — რუს. «ССР Абхазия» და აფხაზურად — აფხ. «ССР Аҧсны».

1921 წლის 31 მარტს დროებითმა მთავრობამ — აფხაზეთის რევოლუციურმა კომიტეტმა — აფხაზეთი გამოაცხადა სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკად. იქედან გამომდინარე, რომ 1922 წლის თებერვლის აფხაზეთის საბჭოების I ყრილობამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა დროებითი ხელისუფლება, შესაბამისად საბჭოთა აფხაზეთის სახელწოდების წერის რაიმე ოფიციალურად მიღებული ფორმა არ არსებობდა. ძირითადად აფხაზეთთან დაკავშირებული დოკუმენტები იქმნებოდა რუსულ ენაზე და სახელწოდება გვხვდება, როგორც „სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა აფხაზეთი“ (რუს. Социалистическая Советская Республика Грузин и Социалистическая Советская Республика Абхазии вступают между собою...), ისე „აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“ (რუს. 1921 г. марта 31. — Извещение по радио ревкома Абхазии об образовании Абхазской советской Социалистической Республики).

1937 წელს პირველად გამოვიდა ქართულენოვანი გაზეთი „საბჭოთა აფხაზეთი“. მანამდე არსებობდა ან აფხაზური („აფსნი ყაფში“) ან რუსული („სოვეტსკაია აბხაზია“) ვარიანტი, შესაბამისად 1921-1931 წლებში აფხაზეთში გამოცემული ყველა პერიოდიკა ან რუსული იყო ან აფხაზურენოვანი.

1922 წლიდან მოყოლებული აფხაზეთის საბჭოების I ყრილობაზე აქტიურად გამოიყენებოდა სახელწოდება (რუს. Первый съезд советов ССР Абхазии), ხოლო იმავდროულად გამართულ საქართველოს საბჭოების I ყრილობაზე, რომელზეც მიღებულ იქნა სსრ საქართველოს 1922 წლის კონსტიტუცია, შიდ აფხაზეთი მოხსენიებულია, როგორც — „აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა“[4].

1921 წლის 16 დეკემბერს თბილისში დაიდო „საქართველოს სსრ-სა და აფხაზეთის სსრ-ს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულება“, რომლის საფუძველზეც აფხაზეთი შევიდა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში[5].

1927 წლის აფხაზეთის საბჭოების IV ყრილობაზე დამტკიცდა აფხაზეთის სსრ-ის კონსტიტუციის ტექსტი (რუს. Утверждение текста конституции ССР Абхазии). იმავე წელს საქართველოს საბჭოების 4 ყრილობაზე დამტკიცდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის ტექსტი, რომელშიც დაფიქსირებულია „აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა“ (აფხაზეთის სსრ)[6].

1928-1931 წლის რესპუბლიკის გერბზე ქართულად იკითხება — „აფხაზეთის სსრ“, აფხაზურად — აფხ. Apsua SSR, ხოლო რუსულად — «ССР Абхазия».

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის სსრ წარმოიქმნა საზღვრებში, რომელიც სრულად არ მოიცავდა 1920 წლის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რსფსრ-ს შორის 7 მაისს მოსკოვის ხელშეკრულებით გაფორმებულ ტერიტორიებს, კერძოდ კი აკლდა პილენკოვოს რაიონი. სხვა სიტყვებით, აფხაზეთის სსრ-ის რსფსრ-სთან ჩრდილო-დასავლეთ საზღვრის მონაკვეთი მისი დაარსების მომენტში არ გადიოდა მდინარე ფსოუს მის არცერთ მონაკვეთზე. აფხაზეთის სსრ-თვის პილენკოვოს რაიონის დაბრუნება და აიბღას რაიონში საზღვრის მდინარე ფსოუზე გადატანა შედეგი იყო იმ მრავალწლიანი დავებისა რომელსაც აფხაზურმა მხარემ მიაღწია საქართველოს სსრ-ის, როგორც ამიერკავკასიის სფსრ-ის ერთ-ერთი წევრის უშუალო ძალისხმევით 1921-1929 წლებში.

ადმინისტრაციულ ტერიტორიული მოწყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის სსრ 1921-1930 წლებში დაყოფილი იყო მაზრებად:

  1. გაგრის მაზრა;
  2. გუდაუთის მაზრა;
  3. გუმისთის მაზრა (1924 წლის 20 ოქტომბრიდან — სოხუმის მაზრა[7]);
  4. კოდორის მაზრა;
  5. სამურზაყანოს მაზრა (1925 წლის 1 აპრილიდან — გალის მაზრა[8]).

1930 წლის 28 აგვისტოს აფხაზეთის სსრ-ის ცაკმა მიიღო დადგენილება მაზრების რაიონებად რეორგანიზაციის თაობაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წელს სოჭის კონფლიქტის დროს ქართულმა მხარემ სოჭის ოკრუგის ტერიტორია ტუაფსემდე დაიკავა. 1919 წელს რუსეთის მენშევიკთა არმიამ ანტონ დენიკინის მეთაურობით, შესძლო სოჭის ოკრუგის ქართული ძალებისაგან განთავისუფლება. გარკვეული პერიოდი არსებობდა დავა საზღვრის გავლებასთან დაკავშირებით და ბოლოს 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას შორის გაფორმებული მოსკოვის ხელშეკრულების საფუძელზე საზღვარი ნაწილობრივ მდინარე ფსოუზე (შავი ზღვა — მთა ახახჩა) დადგინდა, ნაწილობრივ კი ახახჩა-აგაფსთის მთების (ფსოუს ზემო დინების წყალგამყოფი) ზოლზე. მიუხედავად საქართველოსა და რსფსრ-ს შორის მიღწეული შეთანხმებისა, აღნიშნული ხელშეკრულება არ იქნა შეტანილი „სსრკ-ს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტების“ (რუს. Документы Внешней Политики СССР) ნუსხაში.

1921 წელს აფხაზეთში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება, ხოლო მის ტერიტორიაზე გამოცხადდა აფხაზეთის სსრ სოხუმის ოკრუგის 1904 წლამდელ საზღვრებში.

აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა ხელისუფლების დამყარება აფხაზეთში. სოხუმ-კალე, 1921

1921 წლის 17 თებერვალს შეიქმნა აფხაზეთის რევკომი ე. ეშბას ხელმძღვანელობით. 20 თებერვალს რევკომმა მოუწოდა აფხაზეთის მოსახლეობას საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისაკენ. 22 თებერვალს სოჭში გამოვიდა აფხაზეთის რევკომის ორგანოს გაზეთ „გოლოს ტრუდავოი აბხაზიის“ პირველი ნომერი. საბჭოთა ხელისუფლება აფხაზეთში დამყარდა 22-23 თებერვალს — გაგრაში, 26 თებერვალს — გუდაუთაში, 4 მარტს — სოხუმში, 6 მარტს — ოჩამჩირეში, ხოლო 7 მარტს — გალში.

4 მარტს (ოფიციალურად) აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა. 5 მარტს აფხაზეთის რევკომი ქმნის აფხაზეთის სახალხო მეურნეობის საბჭოს (Совнархоз). 6 მარტს რევკომის გაფართოებულ სხდომაზე დაინიშნა აფხაზეთის რევკომის ახალი შემადგენლობა და დაფუძნდა აფხაზეთის რკპ (ბ) საორგანიზაციო ბიურო. იმავე დღეს შეიქმნა აფხაზეთის ახალგაზრდობის კომუნისტური კავშირის ცენტრალური საორგანიზაციო ბიურო (ალკკ ცსბ,ЦОБ КСМ). 8 მარტს სოხუმში თავისუფლების მოედანზე აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების აღსანიშნავად საზეიმოდ ჩატარდა მიტინგი. 10 მარტს აფხაზეთის რევკომის ხელმძღვანელებმა (ე. ეშბა, ნ. ლაკობა, ნ. აქირთავა) ვ. ლენინს დეპეშით აცნობეს აფხაზეთში სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება.15 მარტს შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა პროფკავშირი. 24 მარტს აფხაზეთის რევკომმა გამოსცა დეკრეტი მცირე ვაჭრობისა და ხელოსნობის დაშვების, ხოლო 25 მარტს სპეციალური დეკრეტით წარმოების ნაციონალიზაციის თაობაზე. გასაბჭოებული აფხაზეთი რკპ (ბ) ცკ კავბიუროს (მდივანი გ. ორჯონიკიძე) გამგებლობის ქვეშ მოექცა.

28 მარტს ბათუმში გაიმართა საოკუპაციო ორგანოთა — კავბიუროს, საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობის და აფხაზეთის რევკომის წარმომადგენელთა თათბირი გ. ორჯონიკიძის, შ. ელიავას, ს. ქავთარაძის, მ. ტოროშელიძის, ე. ეშბასა და ნ. ლაკობას მონაწილეობით. მათ განიხილეს საკითხი აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლებისა და კომპარტიის სტრუქტურის შესახებ და დაადგინეს: „აფხაზეთის საბჭოების ყრილობამდე საბჭოთა აფხაზეთის რსფსრ-სთან თუ საქ. სსრ-სთან ფედერაციის საკითხი რჩება ღიად და აფხაზეთი ცხადდება სოციალისტურ რესპუბლიკად. პარტიული ორგანიზაცია კონფერენციამდე ატარებს სახელს — რკპ(ბ)-ს ორგბიურო აფხაზეთში და მუშაობს რკპ(ბ) ცკ-ის კავბიუროს დირექტივების შესაბამისად. საქართველოს რევკომის დეკრეტები უნდა წარმოადგენდნენ მასალას აფხაზეთის რევკომისათვის, რათა ორივე რევკომის მოქმედებაში წინააღმდეგობა არ იყოს“. თათბირის ეს გადაწყვეტილება გახდა საფუძველი 31 მარტს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთის გამოცხადებისა[კ 1]. 30 მარტს აფხაზეთის რევკომმა გამოსცა დეკრეტი სკოლების შესახებ.

აფხაზეთის სსრ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წლის 31 მარტს გამოცხადდა „აფხაზეთის სსრ“[კ 2]

4 აპრილს აფხაზეთის რევკომმა თეატრების ნაციონალიზაცია მოახდინა. 19 აპრილს შეიქმნა რუსეთის სატელეგრაფო საზოგადოების (Абкавроста) აფხაზეთის განყოფილება (Абцентропечать). იმავე დღეს აფხაზეთის რევკომის განყოფილებების რეორგანიზაციის შედეგად წარმოიქმნა სახკომები. 25 აპრილს დაიწყო წითელი არმიის აფხაზეთის ცალკეული ბრიგადის ფორმირება. 30 აპრილს აფხაზეთის რევკომმა კერძო სკუთრებების ნაციონალიზაცია და კოლმეურნეობების შექმნა გამოაცხადა. 1 მაისს სოხუმში გაიხსნა პირველი საბავშვო ბაღი. 16 მაისს სოხუმში გაიხსნა საბჭოთა პარტსკოლა.

21 მაისს რუსეთის საოკუპაციო სახელისუფლებო ორგანომ საქართველოში — რევკომმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ იქვე გამოთქვა იმედი, რომ საკითხი საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობა საბოლოოდ გადაწყდებოდა ორივე რესპუბლიკის „მუშათა და გლეხთა საბჭოების პირველ ყრილობაზე“[9]. იმავე დღეს შეიქმნა რსფსრ-ის ჯანდაცვის ნარკომის სამმართველო აფხაზეთის კურორტების საქმეებზე, შემდგომში როგორც აფხაზეთის ასსრ-ის ჯანდაცვის ნარკომის მთავარი საკურორტო სამმართველო.

26 მაისი - 3 ივნისს სოხუმში შედგა აფხაზეთის მშრომელთა წარმომადგენლების I ყრილობა. ყრილობის ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს 21 მაისს დამოუკიდებლობის აღიარების გარემოება და შეკრებილთ მიაღებინეს გადაწყვეტილება როგორც „დამოუკიდებლობის“ მოწონების, ისე ყველა საბჭოთა რესპუბლიკის მშრომლებთან, „პირველ რიგში, კულტურით, ეკონომიკური და გეოგრაფიული მდგომარეობით, ყოფით ყველაზე ახლოს მდგომი საბჭოთა საქართველოს მუშებთან და გლეხებთან“ უმჭიდროესი კავშირის დამყარების შესახებ; ყრილობამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აფხაზეთის საბჭოების I ყრილობა „საბოლოოდ განსაზღვრავდა აფხაზეთისა და საქართველოს ძმური თანამშრომლობის ფორმებს“.

ივნისში სოხუმში დ. გულიას ხელმძღვანელობით დაარსდა აფხაზური თეატრის სამოყვარულო მობილური გუნდი. 4 ივლისს გაიხსნა აფხაზეთის ცენტრალური სახალხო ბიბლიოთეკა. 7 ივლისს ჩატარდა აფხაზეთის პროფკავშირთა I ყრილობა. 13 ივლისს აფხაზეთის რევკომმა გამოსცა დეკრეტი საბანკო დაწესებულებების ნაციონალიზაციის თაობაზე. 18 სექტემბერს დაწესდა ვაჭრობის გადასახადი (Продналог). 2-6 ოქტომბერს ჩატარდა აფხაზეთის პროფკავშირთა II ყრილობა. 10 ოქტომბერს სოხუმში გაიხსნა პედაგოგიური და ინდუსტრიული ტექნიკუმები. 12 დეკემბერს აფხაზეთის რევკომმა გამოსცა დეკრეტი რესპუბლიკაში ზრდასრულ მოსახლეობაში გაუნათლებლობის აღმოფხვრის თაობაზე.

აფხაზეთის სსრ-ს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოუწია მის წინაშე წამოჭრილი არაერთი გამოწვევის საკუთარი ძალებით მოგვარება. იმავე პერიოდში ამიერკავკასიის სამმა ქვეყანამ საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის უკეთ გამოყენებისათვის მიზანშეწონილად მიიჩნა, რომ შეექმნათ ახალი საბჭოთა ფედერალური სახელმწიფო — ამიერკავკასიის სფსრ. წინასწარი მონაცემებით იგეგემებოდა ამიერკავკასიის რკინიგზის გაერთიანება და ქვეყნებს შორის გადასახადების გარეშე ურთიერთობა, რაც გაამარტივებდა რესურსების მიმოქცევას და ბაზრის გაზრდას. აღნიშნული ეკონომიკურად მომგებიანი პროცესების გვერდით არც აფხაზეთი აპირებდა დარჩენას. ამიტომ აფხაზეთის პოლიტიკურ წრეებში დაიწყეს მომავალზე აქტიური ზრუნვა. იყვნენ ჯგუფები რომლებსაც მიაჩნდათ რომ აფხაზეთი უნდა დარჩენილიყო როგორც დამოუკიდებელი საბჭოთა ქვეყანა, ზოგს არ ჰქონდა მკვეთრად გამოხატული აზრი, ხოლო იყვნენ ისეთებიც ვინც თვლიდა, რომ აფხაზეთის ფიზიკური გადარჩენისათვის საჭირო იყო რომელიმე შედარებით ძლიერ სახელმწიფოსთან ფედერალიზაცია. სწორედ ამ უკანასკნელთა ჯგუფის მთავარი ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო აფხაზეთის უმთავრესი პოლიტიკური ფიგურა — ნესტორ ლაკობა. სწორედ მისი ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი, არათუ უბრალოდ ფედერალიზაციის, არამედ საბჭოთა საქართველოსთან ფედერალიზაციის იდეას.

1921 წლის 23 ივლისს მოწვეულ იყო აფხაზეთის მშრომელთა მასების კრება, რომელზეც განხილულ იყო აფხაზეთის სსრ-ის პოლიტიკური მოწყობისა (ლარიონოვი) და ფედერალიზაციის (ნ. ლაკობა) საკითხები. ნესტორ ლაკობამ ისტორიულ-გეოგრაფიული რეალიებიდან გამომდინარე სსრ საქართველოსთან ფედერალიზაციის აუცილებლობა მიიჩნია, თუმცა ამხანაგები მარღანია და ნასარეთიანი პროცესების დაჩქარების წინააღმდეგ გამოვიდნენ[კ 3]. მომხსენებელთა გამოსვლების დასასრულ კრების მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს შემდეგი რეზოლუცია: „1) საქართველოს რევკომის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით ბოლო მოეღო ჟორდანიას მთავრობის მიერ აფხაზი ხალხის შევიწროვებას, რითაც მცირე ერებს მიეცათ თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლება. 2) კრებამ გადაწყვიტა რომ ამიერიდან აფხაზეთის სსრ-სა სსრ საქართველოს შორის უნდა დამყარდეს მეტად მჭიდრო ურთიერთობა, რადგანაც დამოუკიდებლობის აღიარების დეკლარაცია წარმოადგენდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის მყარ გარანტიას. 3) კრების მონაწილეებმა ერთხმად აღიარეს, რომ აფხაზეთის სრული დამოუკიდებლობა მიუხედავად საქართველოს რევკომის აღიარებისა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგანაც დამოუკიდებლად არცერთ პატარა საბჭოთა რესპუბლიკას არ ძალუძს დამოუკიდებლად არსებობა. დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აფხაზეთის მშრომელთა მასების მომდევნო სხდომა გამოხატავდა, საბჭოთა საქართველოსთან ფედერალიზაციასა და ეკონომიკური ერთიანობაზე დაფუძნებულ დეკლარაციის მიმართ სოლიდარობას“.

16 დეკემბერს აფხაზეთის რევკომმა მხარი დაუჭირა ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის სურვილს და რეგიონში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისათვის, გამოხატა მზაობა გაწევრიანებულიყო ამიერკავკასიის სფსრ-ში[10], რის გამოც სსრ საქართველოსა და აფხაზეთის სსრ-ს შორის გაფორმდა სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი, ფაქტობრივად, შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. აფხაზეთის სსრ-ს მიეცა სსრ საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატთა 1/3-ის არჩევის უფლება, აფხაზეთის სსრ-მ შეინარჩუნა საკუთარი კომისარიატები, გარდა საგარეო საქმეთა კომისარიატისა[კ 4]. 17 დეკემბერს აფხაზეთის რევკომის დადგენილებით რესპუბლიკაში შეიქმნა მუშურ-გლეხური მილიცია.

1922 წლის 7-12 იანვარს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის I კონფერენცია. აფხაზეთის კომპარტიის პირველ სხდომაზე ნ. ლაკობამ თავისი სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა და ახსნა აფხაზეთის საქართველოსთან ფედერალიზაციის მიზეზები[კ 5].

იანვარში გამოვიდა ჟურნალი „პროფესიონალნაია ჟიზნ აბხაზიი“. 3 თებერვალს არჩუელ იქნა სოხუმის ქალაქის მუშათა და წითელარმიელ დეპუტატთა პირველი საბჭო. 23 იანვარს ტფილისში ჩატარდა საქართველოს კომპარტიის პირველი ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა აფხაზეთიდან მივლენილი დელეგაცია. ყრილობაზე განხილულ იქნა აფხაზეთისა და საქართველოს ფედერალიზაციის საკითხიც.

12-17 თებერვალს[11]ჩატარდა აფხაზეთის საბჭოების I ყრილობა[კ 6]. მესამე დღეს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ნესტორ ლაკობა, რომელმაც დამაჯერებლად ახსნა თუ რატომ იყო აუცილებელი აფხაზეთის სსრ დათანხმებულიყო საქართველოს შემოთავაზებას — გამხდარიყო საქართველოს სსრ-ს შემადგენელი ნაწილი ამიერკავკასიის სფსრ-ში შესასვლელად[12][13].

10 მარტს ჩატარდა აფხაზეთის კომკავშირის I ყრილობა. 14 მარტს №17 ბრძანების საფუძველზე აფხაზეთის სსრ-ის განსაკუთრებული დანიშნულების ნაწილები (გდნ) ფორმირდა — აფხაზეთში საქართველოს სსრ-ის განსაკუთრებული დანიშნულების ნაწილების ცალკეულ ბატალიონად[14]. 20-25 მარტს შედგა აფხაზეთის უფლებამოსილ სამომხმარებლო კოოპერატივების დამფუძნებელთა კრება. 12-15 მარტს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის II კონფერენცია. 10 ივნისს შეიქმნა აფხაზეთის ცენტრალური სტატისტიკური სამმართველო. 10 ივლისს სოხუმში ჩატარდა აფხაზეთის ცაკის პირველი მოწვევის პირველი სესია[15]. 26 ივნისს შეიქმნა აფხაზეთის სამეცნიერო საზოგადოება (АбНО). 27 აგვისტო - 1 სექტემბერს ჩატარდა აფხაზეთის კომკავშირის II ყრილობა. 10-16 ნოემბერს ჩატარდა აფხაზეთის პროფკავშირთა III ყრილობა. 19-30 ნოემბერს შედგა აფხაზეთის სახალხო განსაკუთრებული ყრილობა.

1923 წლის 25 თებერვალს აფხაზეთის ცაკის დადგენილებით 4 მარტი გამოცხადდა რესპუბლიკაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღედ. 28 თებერვალი - 3 მარტს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის III კონფერენცია. 27 მარტს ჩატარდა უპარტიო ქალთა I კონფერენცია. 2-4 აპრილს ჩატარდა აფხაზეთის კომკავშირის III ყრილობა. 2 მაისს შეიქმნა აფხაზეთის პიონერული ორგანიზაცია. მაისში შეიქმნა სააქციო საზოგადოება „აფთამბაქო“ («Абтабак»). 1 ივნისს შეიქმნა აფხაზეთის სსრ-ის უმაღლესი სასამართლო. 13-16 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის IV კონფერენცია. 21-24 დეკემბერს ჩატარდა აფხაზეთის საბჭოების II ყრილობა.

1924 წლის 16-19 იანვარს ჩატარდა აფხაზეთის პროფკავშირთა IV ყრილობა. მარტში შეიქმნა აფხაზეთის წითელი ჯვრის საზოგადოება. 30 აპრილი - 2 მაისს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის V კონფერენცია. 16-18 ივნისს ჩატარდა აფხაზეთის კომკავშირის V ყრილობა. 13 ივლისს აფხაზეთის სახკომთან შეიქმნა ფიზკულტურის უმაღლესი საბჭო. 22 ივლისს აფხაზეთის სახკომის დადგენილებით შეიქმნა (Абгосторг). 24 ივლისს აფხაზეთის სსრ-ის ცაკმა მიიღო ხელოვნების, ისტორიისა და ბუნების ძეგლთა დაცვის დადგენილება. 28 აგვისტოს აფხაზეთის სსრ-ის ნარკომის საბჭოსთან დაარსდა სახელმწიფო გეგმიური კომისია. 12-19 სექტემბერს სოხუმში გაიმართა შავიზღვის სანაპიროსა და დასავლეთ კავკასიის მხარეთმცოდნეთა I ყრილობა. 1 ნოემბერს დაარსდდა სსრკ-ს სოფლისმეურნეობის ბანკის აფხაზეთის კანტორა (Абселбанк). 24 ნოემბერს აფხაზეთის ცაკმა დაამტკიცა აფხაზეთის სსრ-ის სახელმწიფო გერბი და დროშა (ხმარებიდან ამოიღეს 1937 წლის 2 აგვისტოს ახალი კონსტიტუციის მიღებისთანავე). 20-26 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის VI კონფერენცია. 27 ნოემბერს სოხუმში ჩატარდა აფხაზეთის სოფლის, მშრომელთა და სამხედრო კორესპოდენტთა I ყრილობა. 11 დეკემბერს სოხუმში ჩატარდა აფხაზეთის მასწავლებელთა I ყრილობა. 24 დეკემბერს შეიქმნა აფხაზეთის უწიგნურობის ლიკვიდაციის საგანგებო კომისია (Абчекаликбез).

1925 წლის 29 იანვარს ჩატარდა აფხაზეთის პროფკავშირთა V ყრილობა. 16 თებერვალს ამოქმედდა სოხუმის თამბაქოს სახელმწიფო ფაბრიკა. თებერვალში ფსრიცხაში გაიხსნა სოფლის-მეურნეობის ტექნიკუმი. 26 მარტ-1 აპრილს ჩატარდა აფხაზეთის საბჭოების III ყრილობა. 1 აპრილს მიღებულ იქნა აფხაზეთის სსრ-ის კონსტიტუცია. 24-25 აპრილს ჩატარდა საქართველოს კომკავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის VI კონფერენცია. 11 აგვისტოს „სუბტროპიკული ფლორის“ ბაღის ბაზაზე შეიქმნა მცენარეთმცოდნეობის საკავშირო ინსტიტუტის სოხუმის საცდელი სადგური. 1 სექტემბერს სოხუმში გაიხსნა სკოლა-ინტერნატი. 1 ოქტომბერს შედგა აფხაზეთის სოფლის ექიმთა I ყრილობა. 11 ოქტომბერს შეიქმნა აფხაზეთის ენისა და ლიტერატურის აკადემია. 20 ნოემბერს აფხაზეთის სსრ-ის ცაკთან შეიქმნა ბავშვთა კომისია (Деткомисия). 25-29 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის VII კონფერენცია.

1926 წლის 20-24 იანვარს ჩატარდა აფხაზეთის პროფკავშირთა VI ყრილობა. 24-28 იანვარს ჩატარდა საქართველოს კომკავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის VII კონფერენცია. 9 თებერვალს დაარსდა ბიჭვინთის ფიჭვნარის ნაკრძალი. 3 მაისს სოხუმში გაიხსნა პიონერთა ცენტრალური კლუბი, შემდგომში პიონერთა და მოსწავლეთა სახლი. 11-16 ივნისს სოხუმში ჩატარდა საქართველოს სსრ-ის ცაკის III სესია, რომელზედაც დამტკიცდა რესპუბლიკის კონსტიტუციის შეჯერებული ტექსტი. 2 ივლისს აფხაზეთის ცაკთან შეიქმნა მშრომელ ქალთა შრომის პირობების გაუმჯობესების კომისია (КУТБ). 25 ივლისს სოხუმში ჩატარდა აფხაზეთის ურთიერთდახმარების გლეხთა კომიტეტების I ყრილობა. შემოდგომაზე ამომედდა გუდაუთის სპირტღვინოს ქარხანა. 27 ოქტომბერს აფხაზეთის სსრ-ის ცაკის III სესიაზე მიღებულ იქნა აფხაზეთის სსრ-ის ძირითადი კანონი (კონსტიტუცია). დეკემბერში შეიმნა აფხაზეთის სპორტული საზოგადოება „დინამო“. დეკემბერში დაარსდა აფხაზეთის სამედიცინო საზოგადოება. 27 დეკემბერი - 3 იანვარს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის VIII კონფერენცია.

1927 წლის 15-19 იანვარს ჩატარდა საქართველოს კომკავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის VIII კონფერენცია. 1-5 თებერვალს ჩატარდა აფხაზეთის პროფკავშირთა VII ყრილობა. 4-7 მარტს ჩატარდა აფხაზეთის საბჭოების IV ყრილობა. მარტში გაიმართა აფხაზეთის თამბაქოსმცოდნეთა III ყრილობა. 15 ივლისს სოხუმის მალარიის ცენტრალური სადგური გარდაიქმნა ტროპიკულ ინსტიტუტად. 14 სექტემბერს სოხუმში ჩატარდა სუბტროპიკული კულტურების სრულიადრუსეთის კონფერენცია. 1-5 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის IX კონფერენცია.

1928 წლის იანვარში შეიქმნა პროლოეტარ მწერალთა კავშირის აფხაზეთის ასოციაცია (АбАПП). 3-8 თებერვალს ჩატარდა საქართველოს კომკავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის IX კონფერენცია. 21-24 მარტს ჩატარდა აფხაზეთის პროფკავშირთა VIII ყრილობა. 24 აპრილს გაეშვა სოხუმის თამბაქო-ფერმენტაციული ქარხანა. 1 სექტემბერს გაიხსნა სოხუმის ქართული პედაგოგიური ტექნიკუმი. 12-19 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის X კონფერენცია. 19-23 დეკემბერს ჩატარდა საქართველოს კომკავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის X კონფერენცია.

1929 წლის იანვრიდან პილენკოვოს რაიონი აფხაზეთის სსრ-ს შემადგენლობაშია. 17 თებერვალს გაიხსნა აფხაზური პროფესიონალური დრამატული თეატრი. 15 მარტს დაარსდა აფხაზეთის სსრ-ის ცენტრალური არქივი. 1-7 აპრილს ჩატარდა აფხაზეთის საბჭოების V ყრილობა. აპრილში დაარსდა ტყვარჩელის ქვანახშირის საწარმოს სახელმწიფო სამშენებლო სამმართველო „ტყვარჩელმშენი“ (Ткварчелстрой). 30 აპრილი - 1 მაისს ჩატარდა რესპუბლიკის კოლმეურნეთა I ყრილობა. 16 მაისს გაგრაში დაარსდა საკავშირო დანიშნულების სატყეო საცდელი სადგური. 10 ივნისს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის XI კონფერენცია. 2-4 ივლისს ჩატარდა აფხაზეთის პროფკავშირთა IX ყრილობა. აგვისტოში გამოვიდა ჟურნალ „სუბტროპიკის“ პირველი ნომერი.

1930 წლის 1 თებერვალს დაარსდა აფხაზეთის სსრ-ის სამრეწველო კოოპერაციის კავშირი (Абпромсоюз). 12-17 აპრილს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის XII კონფერენცია. 28 მაისს შეიქმნა ენისა და ლიტერატურის აფხაზური ინსტიტუტი. 30 ივლისს დაარსდა კოლმეურნეობა „ეშერა“. 1 აგვისტოს გაეშვა გალის ჩაის ფაბრიკა. 2 სექტემბერი დაარსდა აფხაზეთის სახელმწიფო გამომცემლობა (Абгосиздат). 15 სექტემბერს გაიხსნა აფხაზეთის სახელმწიფო მუსიკალური ტექნიკუმმი. 10-13 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს კომკავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის XI კონფერენცია. 18 დეკემბერს გაიხსნა სოხუმში გაიხსნა სატვირთო-სამგზავრო ნავსადგური. იმავე დღეს სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელში შეიქმნა ეთნოგრაფიული გუნდი.

1931 წლის 1 იანვარს დაარსდა თამბაქოს საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აფხაზეთის საცდელი სადგური. იმავე დღეს გაიხსნა სოხუმის სამედიცინო ტექნიკუმი. 11 თებერვალს აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გარდაქმნილიყო აფხაზეთის სახელშეკრულებო სსრ — აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკად. 19 თებერვალს საქართველოს საბჭოების VI ყრილობამ მოისმინა საქართველოსა ცაკის მდივნის ს. თოდრიას მოხსენება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მან დაადასტურა აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობის გადაწყვეტილება — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით შესვლა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში. 19 თებერვალს საქართველოს საბჭოების VI ყრილობაზე ერთხმად იქნა დაკმაყოფილებული აფხაზეთის საბჭოების 11 თებერვლის გადაწყვეტილება[კ 7]. აფხაზეთისა და საქართველოს საბჭოების VI ყრილობების საკონსტიტუციო გადაწყვეტილებებს გუდაუთის რაიონში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რომლებშიც ნ. ლაკობას დედაც მონაწილეობდა.

1922 წლის მარტში შექმნილ ამიერკავკასიის სფსრ-ში აფხაზეთი შევიდა, როგორც საქართველოს სსრ-ს ნაწილი. საბჭოთა კავშირის 1924 წლის კონსტიტუციაში აფხაზეთი მოხსენიებულ იქნა, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა. 1925 წელს მიღებულ იქნა აფხაზეთის სსრ კონსტიტუცია, რომელშიც აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდაა აღიარებული. ეს კონსტიტუცია ძალაში არ შესულა. 1926 წლის 5 ივლისს მიღებულ იქნა საქართველოს სსრ-ს კონსტიტუცია, რომელშიც დაფიქსირებულ იქნა, რომ აფხაზეთის სსრ სამოკავშირეო ხელშეკრულების ძალით შედის საქართველოს სსრ-ში და შესაბამისად ამიერკავკასიის სფსრ-ში. კონსტიტუცია დამტკიცდა 1927 წლის 23 აპრილს.

აფხაზეთის სსრ-ის სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იძულებით გასაბჭოებული აფხაზეთი რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის (რკპ ცკ) კავბიუროს (მდივანი გ. ორჯონიკიძე) გამგებლობის ქვეშ მოექცა. 1921 წლის 28 მარტს ბათუმში გაიმართა საოკუპაციო ორგანოთა — კავბიუროს, საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობის და აფხაზეთის რევკომის წარმომადგენელთა თათბირი გ. ორჯონიკიძის, შ. ელიავას, ს. ქავთარაძის, მ. ტოროშელიძის, ე. ეშბასა და ნ. ლაკობას მონაწილეობით. მათ განიხილეს საკითხი აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლებისა და კომპარტიის სტრუქტურის შესახებ და დაადგინეს: „აფხაზეთის საბჭოების ყრილობამდე საბჭოთა აფხაზეთის რსფსრ-სთან თუ საქართველოს სსრ-სთან ფედერაციის საკითხი რჩება ღიად და აფხაზეთი ცხადდება სოციალისტურ რესპუბლიკად. პარტიული ორგანიზაცია კონფერენციამდე ატარებს სახელს — რკპ(ბ)-ს ორგბიურო აფხაზეთში და მუშაობს რკპ(ბ) ცკ-ის კავბიუროს დირექტივების შესაბამისად. საქართველოს რევკომის დეკრეტები უნდა წარმოადგენდნენ მასალას (აფხაზეთის) რევკომისათვის, რათა ორივე რევკომის მოქმედებაში წინააღმდეგობა არ იყოს“. თათბირის ეს გადაწყვეტილება გახდა საფუძველი 1921წლის 31 მარტს აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გამოცხადებისა.

რუსეთის საოკუპაციო სახელისუფლებო ორგანომ საქართველოში — რევკომმა 1921 წლის 21 მაისს აღიარა აფხაზეთის სსრ-ის, მაგრამ იქვე გამოთქვა იმედი, რომ საკითხი სსრ საქართველოსა და აფხაზეთის სსრ-ს ურთიერთობის შესახებ საბოლოოდ გადაწყდებოდა ორივე რესპუბლიკის „მუშათა და გლეხთა საბჭოების პირველ ყრილობაზე“. აფხაზეთის მშრომელთა წარმომადგენლების I ყრილობამ (1921 წლის 28 მაისი), უფრო სწორად, მისმა ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს ეს გარემოება და შეკრებილთ მიაღებინეს გადაწყვეტილება როგორც „დამოუკიდებლობის“ მოწონების, ისე ყველა საბჭოთა რესპუბლიკის მშრომელებთან, „პირველ რიგში, კულტურით, ეკონომიკური და გეოგრაფიული მდგომარეობით, ყოფით ყველაზე ახლოს მდგომი საბჭოთა საქართველოს მუშებთან და გლეხებთან“ უმჭიდროესი კავშირის დამყარების შესახებ; ყრილობამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აფხაზეთის საბჭოების I ყრილობა „საბოლოოდ განსაზღვრავდა აფხაზეთისა და საქართველოს ძმური თანამშრომლობის ფორმებს“.

ნ. სოკოლოვსკის მშვენივრად ესმოდა, რომ „დამოუკიდებელი“ აფხაზეთი სინამდვილეში წარმოადგენდა ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს ფარგლებში. შემდგომშიც შს სახალხო კომისარიატს არაერთხელ გამოუგზავნია სოხუმში შესასრულებლად სავალდებულო განკარგულებები. საქართველოს რევკომიც აფხაზეთს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევდა. 1921 წლის 14 აპრილის სხდომაზე მან განიხილა ტყვარჩელის მაღაროების საკითხი, 21 აპრილს 1 მილიარდი მანეთის კრედიტი გაუხსნა აფხაზეთს, 30 მაისს იმსჯელა ბზიფის კონცესიების შესახებ. იგივე საკითხი საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა (სკპ ცკ) აფხაზეთის დამოუკიდებლობის „აღიარების“ დღეს — 1921 წლის 21 მაისს განიხილა და დაადგინა, რომ არაა წინააღმდეგი საქართველოს „მთავრობის მიერ ამ კონცესიის დადებისა, თუ ის არის სოლიდური და სასარგებლო“.

იმავე წელს დაისვა საკითხი და დაიწყო პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა არსებული ფორმალობის აღმოსაფხვრელად, რუსული ანექსიის შედეგად ცენტრსა (თბილისსა) და რეგიონს (სოხუმს) შორის დროებით წარმოქმნილი სამართლებრივი ვაკუუმის შესავსებად. 1921 წლის 5 ივლისს კავბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, გაწეულ იქნეს პარტიული მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ავტონომიური რესპუბლიკის სახით აფხაზეთი შევიდეს საქართველოს შემადგენლობაში. იმავე წლის 23 ივლისს აფხაზეთის პასუხისმგებელ მუშაკთა თათბირზე ნ. ლაკობამ განაცხადა: „საბჭოთა საქართველო ან აფხაზეთი დამოუკიდებლები არიან სამეურნეო და ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ პოლიტიკურად ყველა ისინი ცენტრს ემორჩილებიან კომპარტიის მეშვეობით საქართველოს კომპარტიის ცკ-სა და რკპ ცკ-ს კავბიუროს სახით, ამიტომ სავსებით სულ ერთია, ვისთანაც უნდა მოახდინოს აფხაზეთმა ფედერირება“; ნ. ლაკობა საუბრობდა საქართველოს რუსეთთან მიერთების შეუძლებლობაზე და საქართველოსთან ფედერირების აუცილებლობაზე, გამომდინარე ეთნოგრაფიული, ისტორიული და ყოფაცხოვრებითი პირობებიდან. თათბირმა თავის რეზოლუციაში აღნიშნა, რომ საქართველოს რევკომის დეკლარაცია დამოუკიდებლობის შესახებ (1921 წლის 21 მაისი) აძლევს აფხაზ ხალხს „მაქსიმალური ავტონომიური უფლებების გარანტიას“, სრული დამოუკიდებლობა კი „პრაქტიკულად განუხორციელებელია“; ამიტომ თათბირმა ახლო მომავალში საქართველოსთან ფედერაციული კავშირის დამყარების რწმენა გამოთქვა. იგივე გადაწყვეტილება მიიღო პასუხისმგებელი მუშაკების 1921 წლის 15 ოქტომბრის თათბირმაც. ასეთივე იყო „მშრომელთა“, განსაკუთრებით სამურზაყანოელთა სურვილი, რომ არაფერი ვთქვათ აფხაზეთის სხვა რაიონებში მცხოვრებთა უმრავლესობაზეც — ძირითადად ქართველობაზე. 1921 წლის 1 ნოემბერს კავბიურომ საჭიროდ მიიჩნია აფხაზეთ-საქართველოს მომავალი ხელშეკრულების პროექტის შემუშავება, რისთვისაც შეიქმნა კომისია ე. ეშბას, შ. ელიავასა და საქართველოში რუსეთის წარმომადგენლის — ლეგრანის მონაწილეობით. ათდღიან ვადაში მას უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების პროექტის შემუშავება. 14 ნოემბერს ე. ეშბამ ამიერკავკასიის ფედერაციაში აფხაზეთის უშუალოდ შესვლის წინადადება წამოაყენა. კავბიუროს 1921 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება იყო თავისებური პასუხი ე. ეშბას ახალ „ინიციატივაზე“: „1. ეკონომიკურად და პოლიტიკურად მიზანშეუწონლად ჩაითვალოს დამოუკიდებელი აფხაზეთის არსებობა. 2. წინადადება მიეცეს ამხანაგ ეშბას, წარმოადგინოს თავისი საბოლოო დასკვნა სახელშეკრულებო საწყისებზე აფხაზეთის საქართველოს ფედერაციის შემადგენლობაში ან ავტონომიური ოლქის საწყისებზე რსფსრ-ში შესვლის შესახებ“. კავბიუროს ეს დადგენილება მნიშვნელოვანია იმით, რომ მასში განსაზღვრულია აფხაზეთის სტატუსი საბჭოთა რუსეთის კრიტერიუმების მიხედვით — ავტონომიური ოლქი.

საბჭოთა საქართველოს იურისდიქციის აფხაზეთზე სრულად გავრცელების გზაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კავბიუროს 1921 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებას აფხაზეთში რკპ-ს ორგბიუროს ორგანიზაციულად საქართველოს კომპარტიის ცკ-სთან დაკავშირებისა და ამ უკანასკნელის შემადგენლობაში ე. ეშბას შეყვანის შესახებ. 1921 წლის 16 დეკემბერს საქართველომ და აფხაზეთმა ხელი მოაწერეს საკავშირო ხელშეკრულებას. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი პირდაპირ მიუთითებდა, რომ აფხაზეთი გახდა კავშირის არა სრულუფლებიანი წევრი, არამედ საქართველოს შემადგენელი ნაწილი. მასში ნათქვამია: „ყველა სამხარეო გაერთიანებაში, კერძოდ, ამიერკავკასიის რესპუბლიკების ფედერაციაში აფხაზეთი შედის საქართველოს მეშვეობით, რომელიც აძლევს მას თავისი ადგილების ერთ მესამედს“. აფხაზეთის საბჭოების პირველმა ყრილობამ 1922 წლის 17 თებერვალს მოიწონა ხელშეკრულება საქართველოსთან. აფხაზეთის სსრ-ს შესვლა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში დაადასტურა სრულიად საქართველოს საბჭოების I ყრილობაზე მიღებულმა კონსტიტუციამ, რომელშიც ვკითხულობთ: „საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში თავისუფალი თვითგამორკვევის საფუძველზე შედიან: აჭარის ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა; უკანასკნელი უკავშირდება საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკას — ამ რესპუბლიკათა შორის დადებულ, განსაკუთრებულ საკავშირო ხელშეკრულების საფუძველზე“.

მალევე დაიწყო წინასწარი მსჯელობები კონსტიტუციიდან ცნების — „სახელშეკრულებო რესპუბლიკა“ ამოღების შესახებ. ამის თაობაზე საქართველოს კომპარტიის ცკ-ს მდივანს ბესო ლომინაძეს უსაუბრია ნესტორ ლაკობასთან. საქართველოს კომპარტიის III ყრილობას 1924 წლის 8 მაისს ნ. ლაკობა მოახსენებდა: „ახლა ლომინაძე მიცხადებს, რომ ერთ წელიწადში ამოვშლით სიტყვას „სახელშეკრულებო რესპუბლიკა“... ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ვართ სახელშეკრულებო რესპუბლიკა, და მე მყოფნის გამბედაობა, განვაცხადო, რომ აფხაზეთის გლეხობა ორ წელიწადში ამ სიტყვებსაც ამოშლის“; გაიხსენა რა, თუ როგორ უპირისპირებდა მეფის ხელისუფლება „კულტურულ ქართველ ერს აფხაზურ ეროვნებას (народность)“, ნ.ლაკობა აგრძელებდა: „აფხაზებს ისტორიული თვალთახედვით რომ მიუდგეთ, რა თქმა უნდა, არავითარი როლის თამაში კაცობრიობის ისტორიაში არ შეეძლოთ, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ხალხს... არა აქვს არც თავისი ისტორია, არც თავისი დამწერლობა, არც თავისი ლიტერატურა“.

აფხაზეთის საბჭოების III ყრილობამ 1925 წლის 1 აპრილს ყოველგვარი განხილვის გარეშე დაამტკიცა კონსტიტუცია, რომელიც ფაქტობრივად იმეორებდა საქართველოს 1922 წლის კონსტიტუციას. ამ მიზეზის გამო ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს, ამიერკავკასიისა და სსრ კავშირის კონსტიტუციებს, საქართველოსთან დადებულ ხელშეკრულებას. სოხუმში მიღებული კონსტიტუციის მიხედვით, აფხაზეთი ცხადდებოდა სუვერენულ რესპუბლიკად; მასში დეკლარირებული იყო ამიერკავკასიის ფედერაციიდან და სსრ კავშირიდან თავისუფალი გასვლის უფლება; სახელმწიფო ენად რუსული დგინდებოდა. მართალი გახლდათ ნ. ლაკობა, როცა დოკუმენტს სულ მალე მან „კონსტიტუციური სისულელე“, სულელურად დაწერილი კონსტიტუცია უწოდა, თუმცა თავად ბრძანდებოდა მისი მთავარი შემოქმედი. ძირითადი „სისულელე“ იმაში მდგომარეობდა, რომ კონსტიტუციაში იგნორირებული იყო განსაკუთრებული ხელშეკრულების საფუძველზე აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნისა და მხოლოდ მისი მეშვეობით (და არა ნებაყოფლობით) ამიერკავკასიის ფედერაციაში, ამ უკანასკნელის მეშვეობით კი სსრ კავშირში გაერთიანების ფაქტი. გამომდინარე აქედან, ის ვერანაირად ვერ იქნებოდა სუვერენული რესპუბლიკა, ვერ გავიდოდა ამიერკავკასიისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან, ვინაიდან არ გახლდათ მათი სუბიექტი; სახელმწიფო ენად არა აფხაზურის, არამედ უცხო ენის გამოცხადებაც სულაც არ მიუთითებდა აფხაზეთის სუვერენიტეტზე. 1925 წლის კონსტიტუცია არ გამოქვეყნებულა, შესაბამისად, ძალაში არ შესულა. უფრო მეტიც, საბჭოების III ყრილობის ბიულეტენში, რომელიც აფხაზეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა (ცაკი) გამოსცა, ნათქვამია: „ყრილობამ გადაწყვიტა, დასრულდეს მუშაობა ყრილობისათვის წარდგენილ პროექტზე, მოყვანილ იქნეს იგი შესაბამისობაში საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის სფსრ კონსტიტუციებთან“. ამრიგად, აფხაზეთის ცაკმა 1925 წლის 1 აპრილს ნამდვილად მიღებული კონსტიტუცია, რომელიც არსად განხილულა და არ გამოქვეყნებულა, აღიარა მხოლოდ პროექტად.

რუსეთის კომპარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტმა 1925 წლის 6 სექტემბერს აფხაზეთის კონსტიტუციასთან დაკავშირებით დაამტკიცა სამხარეო ცაკ-ის კომისიის წინადადებები და დაადგინა: „1. აუცილებლად საჭიროდ იქნას ცნობილი, რომ აფხაზეთის სსრ-სა და საქართველოს სსრ-ს შორის ურთიერთობა გაფორმდეს კონსტიტუციური წესით და გადაისინჯოს აფხაზეთის საბჭოების III ყრილობაზე მიღებული კონსტიტუცია. 2. წინადადება მიეცეს პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტს და სახალხო კომისართა საბჭოს ეროვნული საკითხის დარეგულირების მიზნით ამიერკავკასიის ცაკისა და საქართველოს ცაკის არსებული დეკრეტების საფუძველზე შეიმუშაოს პროექტი ენების გამოყენების შესახებ და წარუდგინოს საქართველოს კომპარტიის ცკ-ს. 3. საბჭოთა და პროფესიული ორგანოების არჩევისას მხედველობაში იქნეს მიღებული რაიონისა და მაზრის ეროვნული შემადგენლობა“. აფხაზეთის კონსტიტუციის საკითხი 1925 წლის 6 და 31 ივლისს განიხილეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში. იმავე წლის 11 სექტემბერს საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ბიურომ ცაკ-ს და მთავრობას დაავალა აფხაზეთის კონსტიტუციის იმ მუხლების გადასინჯვა, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობას ეხებოდნენ, აგრეთვე კონსტიტუციის ახალი პროექტის მომზადება. საკონსტიტუციო კომისიამ ნ. ლაკობას ხელმძღვანელობით მოკლე ვადაში მოამზადა აფხაზეთის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი და 1925 წლის 27 სექტემბერს საქართველოს კომპარტიის ცკ-ს სამდივნოს წარუდგინა დასამტკიცებლად. სამდივნომ პროექტი მოიწონა. ცვლილებები შეეხებოდა „სუვერენიტეტისა“ და სახელმწიფო ენის (ენების) საკითხებს. ახალი პროექტით აფხაზეთის ხელისუფლების დამოუკიდებლობა იზღუდებოდა არა მხოლოდ ამიერკავკასიისა და სსრ კავშირის კონსტიტუციებით (პირვანდელი ვარიანტი), არამედ საქართველოსთან სახელშეკრულებო ურთიერთობებითაც. სახელმწიფო ენებად ცხადდებოდა აფხაზური, ქართული და რუსული. აღნიშნულმა ცვლილებებმა ასახვა ჰპოვეს აფხაზეთის 1926 წლის კონსტიტუციაში. მის მიღებას წინ უძღვოდა საქართველოს კონსტიტუციის დამტკიცება 1926 წლის 11-16 ივნისს სოხუმში გამართულ სრულიად საქართველოს ცაკის III სესიაზე. საქართველოს მთავრობის ანგარიში სესიას შ. ელიავამ წარუდგინა. როგორც „დიდი ერის“ წარმომადგენელმა, მან დაგმო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მენშევიკური მთავრობა, რომელიც, ორატორის მტკიცებით, აფხაზეთს განიხილავდა არა ავტონომიურ რესპუბლიკად, არამედ ქვეყნის პროვინციად. ისაუბრა რა ბოლშევიკური ეროვნული პოლიტიკის „მიღწევებზე“, შ. ელიავამ განაცხადა: „ბუნებრივია, აფხაზეთიც, რომელიც ერთგვარ ხელშეკრულების პირობებში შედის საქართველოს შემადგენლობაში, თავის თავს ამ დიდი კავშირის ნაწილად გრძნობს.“ აფხაზეთის მთავრობის ანგარიშით საქართველოს ცაკის სესიაზე ნ.ლაკობა წარდგა. როგორც „მცირე ერის“ წარმომადგენელი, ის სხვა ერების ინტერესების დაცვაზე და საქართველოსთან კავშირზე საუბრობდა. „აფხაზეთის რესპუბლიკა, _ თქვა ნ.ლაკობამ, _ ზოგიერთს ესმის ისე, რომ თუ რესპუბლიკას აფხაზეთისას უწოდებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკა მხოლოდ აფხაზებისათვის არის. ასეთი შეხედულება არ შეესაბამება საქმის ნამდვილ მდგომარეობას აფხაზეთში. აქ უმთავრესი ერები თავისი რიცხვით და ხვედრითი წონით, არიან აფხაზები, ქართველები, სომხები, რუსები და ბერძნები“. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე: „აი, რას ემყარებიან ისინი: აფხაზეთი მოინდომებს _ წავა საქართველოდან, მოინდომებს _ დარჩება საქართველოში, _ დასძენდა ნ.ლაკობა. _ იმისათვის, რომ ამის შესახებ არ იყოს ოდესმე რაიმე გაუგებრობა, საჭიროა, სრულიად გადაჭრით განვაცხადოთ, რომ აფხაზეთს საქართველოდან წასვლა არ შეუძლია, არ აქვს განზრახვა და არც სურს ეს. მაგრამ საბჭოთა საქართველოსთან ერთად აფხაზეთი წავა თუგინდ საიქიოში“.

საქართველოს ცაკის III სესიამ სოხუმში მიიღო საქართველოს სსრ-ის ახალი კონსტიტუცია; მისი V თავი — „მოკავშირე აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა“ მთლიანად ეძღვნებოდა საქართველოს სსრ და აფხაზეთის სსრ შორის ურთიერთობის კონსტიტუციური წესით დარეგულირებას. საქართველოს ძირითადი კანონის ეს ნაწილი (V თავი) უცვლელად შევიდა საბჭოთა აფხაზეთის ფაქტობრივად პირველ კონსტიტუციაში და შეადგინა მისი მეორე თავი. 1926 წლის 27 ოქტომბერს იგი მიიღო აფხაზეთის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკი) III სესიამ და საბოლოოდ დაამტკიცა აფხაზეთის საბჭოების IV ყრილობამ (1927 წლის 5-10 მარტი). კონსტიტუციაში ორჯერ არის დაფიქსირებული (მუხლები 2 და 17), რომ აფხაზეთის სსრ „განსაკუთრებული ხელშეკრულების ძალით შედის“ საქართველოს შემადგენლობაში, ხოლო მისი მეშვეობით _ ამიერკავკასიის ფედერაციაში. სახელმწიფო ენად აღიარებულია აფხაზური, ქართული და რუსული (მუხლი 8); თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებას მიჯნავდა 21-ე მუხლი. აფხაზეთის შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვის, მიწათმოქმედების და სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარიატები (სამინისტროები) მოქმედებდნენ საქართველოს სათანადო კომისარიატებისაგან დამოუკიდებლად; სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭო ორმაგ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა; აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობაში გადამწყვეტი ან სათათბირო ხმის უფლებით (ამის შესახებ გადაწყვეტილებას აფხაზეთის ცაკი იღებდა) შედიოდნენ ფინანსთა, შრომის და მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარიატის რწმუნებულები, რომლებიც საქართველოს შესაბამისი კომისარიატების ორგანოებს წარმოადგენდნენ, მაგრამ პერიოდულად ანგარიშს უდგენდნენ აფხაზეთის ცაკს და მთავრობას; საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გასავრცელებლად გამოცემულ საქართველოს ცაკის კოდექსებს, დეკრეტებს და დადგენილებებს სავალდებულო ძალა ჰქონდათ აფხაზეთის სსრ ტერიტორიაზე; კონსტიტუციასთან შეუსაბამო აფხაზეთის საბჭოების ყრილობების, ცაკის სესიებისა და მთავრობის დადგენილებებს აუქმებდა საქართველოს საბჭოების ყრილობა ან ცაკი; 125-ე მუხლის მიხედვით, აფხაზეთის სსრ ბიუჯეტი მისი დამტკიცების შემდეგ ხდებოდა საქართველოს ბიუჯეტის ნაწილი. ერთი შეხედვით, თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილება საკმაოდ მკაფიოდ გაიმიჯნა. სინამდვილეში, საბჭოთა კონსტიტუციები ფორმალურ ხასიათს ატარებდნენ; რეალური ძალაუფლება პარტიული ორგანოების ხელში იყო თავმოყრილი. საქართველოს კომპარტიის ცკ-ს ნებისმიერი გადაწყვეტილება ნებისმიერ სფეროში სავალდებულო გახლდათ აფხაზეთის ორგანიზაციისათვის. გარდა ამისა, აფხაზეთისათვის, ცხადია, სავალდებულო იყო ამიერკავკასიის და სსრ კავშირის პარტიული თუ სახელმწიფო ორგანოების ყველა გადაწყვეტილება. ამრიგად, აფხაზეთის სსრ-ს განსაკუთრებულ გამგებლობას არ განეკუთვნებოდა სახელმწიფოებრივი ცხოვრების არცერთი სფერო მაშინ, როცა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მას ბევრად მეტი უფლებები ჰქონდა. 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელი კრების მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით ავტონომიური აფხაზეთის სრულ გამგებლობაში რჩებოდა სახალხო განათლება, მათ შორის უმაღლესი, კულტურული მშენებლობა, სამომრიგებლო სასამართლო, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა, ჯანდაცვა და ა.შ.

სოხუმში გამართულ საქართველოს ცაკ-ის III სესიაზე მის მიერ გაკეთებული განცხადებით, ქართველები, სომხები და ბერძნები არ ეთანხმებიან იმას, რომ აფხაზეთის მთელი მმართველობა იყოს მხოლოდ აფხაზთა ხელში. საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის 1926 წლის 1 ივნისის პლენუმზეც ითქვა იმის შესახებ, რომ ეროვნებათა არათანასწორუფლებიანობამ, გაუმართლებელმა პრივილეგიებმა აფხაზებისათვის (სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება, მიწით პირველ რიგში დაკმაყოფილება, უპირატესობა ხელმძღვანელ თანამდებობებზე კადრების შერჩევისას და ა.შ.) გამოიწვიეს მოსახლეობის იძულებითი ასიმილაცია (გააფხაზება). იქმნება შთაბეჭდილება, რომ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ გამოცხადების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეროვნული შუღლის გაღვივება და ამ მოტივით საქართველოსაგან მისი ჩამოცილების გეგმის განხორციელება იყო, რასაც ცალსახად ადასტურებს პ. სიტინის ზემოთმოტანილი მოხსენებაც. ისიც ცხადია, რომ გასაბჭოებამდე ბოლშევიკები აფხაზეთში ავრცელებდნენ ხმებს საქართველოსაგან მისი გამოყოფის შესახებ, მოუწოდებდნენ აფხაზებს რუსეთთან მიერთებისაკენ. აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ წარმოადგენდა მხოლოდ პირველ ნაბიჯს ამ მოწოდებებისა თუ დაპირებების რეალიზაციის გზაზე, მიზნის მიღწევის ერთგვარ შუალედურ მოდელს, პოლიტიკური მოწყობის გარდამავალ ფორმას იმ ეტაპისათვის, როცა რუსულმა საოკუპაციო ხელისუფლებამ რეგიონი ნაძალადევად გასაბჭოებული საქართველოს იურისდიქციის მიღმა დააფიქსირა და ღიად დატოვა მისი შემდგომი ბედის (რუსეთთან თუ საქართველოსთან შეერთების) საკითხი. აფხაზეთის საქართველოსაგან მოწყვეტის მცდელობა ქართულმა საზოგადოებამ ჩაშალა; ამ ვერაგულ ჩანაფიქრს, როგორც ზემოთ ითქვა, წინ აღუდგა ინტელიგენცია.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აფხაზეთ-საქართველოს 1921 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულება უკვე არ შეესაბამებოდა კონსტიტუციური გზით რეგულირებად რეალურ ურთიერთობებს. ამ ვითარებაში სავსებით კანონზომიერად უნდა მივიჩნიოთ აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსის სსრ კავშირის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა. ამის აუცილებლობას გულისხმობდა, ალბათ, ნ.ლაკობა, როცა 1929 წლის 4 ივლისს საქართველოს კომპარტიის VI ყრილობაზე განაცხადა: „კონსტიტუციური ურთიერთობა აფხაზეთსა და საქართველოს შორის ისეთნაირადაა ფორმირებული, რომ თვით აფხაზეთს მოუწევს რაღაცეების გასწორება თავის კონსტიტუციაში; საუბარი იმაზე, რომ აფხაზეთი უკმაყოფილოა საქართველოთი, სრული სისულელეა“. მისი თქმით, საქართველოსა და აფხაზეთის მშრომელების პოლიტიკური თანასწორობა დიდი ხნის უზრუნველყოფილია, მემკვიდრეობით მიღებული ეკონომიკური და კულტურული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად კი საქართველო ყველაფერს აკეთებდა. ეს იყო მინიშნება იმაზე, რომ აფხაზეთის რესპუბლიკამ თავისი მისია შეასრულა.

1930 წლის 17 აპრილს აფხაზეთის ცაკ-ის III სესიამ განიხილა აფხაზეთ-საქართველოს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის გადასინჯვის საკითხი. სესიისათვის აფხაზეთის მთავრობის მიერ მომზადებულ ცნობაში ნათქვამია: „იმასთან დაკავშირებით, რომ 1921 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულებამ დაკარგა რეალური მნიშვნელობა და, შესაბამისად, იგი შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ როგორც შეთანხმება აფხაზეთის სსრ და საქართველოს სსრ გაერთიანების შესახებ, ხოლო ამ რესპუბლიკების ნამდვილი ურთიერთობები ზუსტადაა განსაზღვრული მათ კონსტიტუციებში, _ აუცილებელია ვაღიაროთ, რომ აფხაზეთის სსრ სახელწოდებას „სახელშეკრულებო რესპუბლიკა“ რეალური შინაარსი არ გააჩნია“. მართლაც, ხელშეკრულების თანახმად, აფხაზეთის თუ საქართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებამოსილებები ამიერკავკასიის და სსრ კავშირის გამგებლობაში გადავიდა; ხელშეკრულება წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციებთანაც. ამიტომაც დაკარგა მან რეალური შინაარსი. სესიამ ეს გაითვალისწინა და კონსტიტუციიდან ამოიღო სახელწოდება „სახელშეკრულებო რესპუბლიკა“ და იგი „ავტონომიური რესპუბლიკა“-თი შეცვალა. ამასთანავე, 1926 წლის კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა გადასინჯვა არ მომხდარა. კონსტიტუციაში შევიდა კიდევ ერთი ახალი ცვლილება _ ცაკ-ს შეერწყა სახალხო კომისართა საბჭო. 1931 წლის 11 თებერვალს ეს ცვლილებები დაამტკიცა აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობამ, რომელსაც ბაგაფში თავმჯდომარეობდა. ამიერიდან გაუქმებულად ჩაითვალა 1921 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულება. ყრილობაზე სიტყვით გამოსულმა ნ.ლაკობამ აღნიშნა: „საქართველოსა და აფხაზეთის მშრომელებს შორის ურთიერთობის საკითხი მთლიანად გადაწყვეტილია“. მან გააკრიტიკა აფხაზეთის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტი, რომელიც, მისი აზრით, არ ითვალისწინებდა აფხაზური ენის შესაძლებლობებს და ცდილობდა ამ ენაზე „უთარგმნელის თარგმნას“, აგრეთვე იმის „დამტკიცებას, რომ აფხაზური ლიტერატურა ჯერ კიდევ ადამზე ადრე არსებობდა. ისტორიაში ის არ არსებულა და დაუსვით წერტილი“. ასეთი იყო ნ. ლაკობას ოფიციალური პოზიცია. 1931 წლის 19 თებერვალს საქართველოს საბჭოების VI ყრილობამ მოისმინა საქართველოსა ცაკის მდივნის ს. თოდრიას მოხსენება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მან დაადასტურა აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობის გადაწყვეტილება - აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში. 1921 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულება კი ძალადაკარგულად გამოცხადდა. აფხაზეთისა და საქართველოს საბჭოების VI ყრილობების საკონსტიტუციო გადაწყვეტილებებს გუდაუთის რაიონში სეპარატისტთა გამოსვლები მოჰყვა, რომლებშიც ნ. ლაკობას დედაც მონაწილეობდა.

1990 წლის მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წლის 28 აპრილს მოწვეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს X სესია, რომელზეც უნდა განხილულიყო აფხაზეთის ასსრ-ის სტატუსის შეცვლის საკითხი. დეპუტატების უმრავლესობამ აღნიშნულ განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო, რის გამოც ქვორუმი არ შედგა.

23 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის ვ. კობახიასა და პრეზიდიუმის მდივნის ოფიციალური განცხადებით დაიდო პირობა რომ სესიაზე არ განიხილებოდა საკითხი საქართველოდან აფხაზეთის ასსრ-ის გამოსვლის შესახებ. ამ ცრუ განცხადებების პარალელურად დეპუტატებზე წინასწარ ახდენდნენ ზეწოლას, ცალკეულ შემთხვევებში კი საქმე დანაშაულებამდეც მივიდა. ასე მაგალითად, 24 აგვისტოს დილის 6 საათზე, მოტყუების გზით, პრეზიდიუმში მანდატის ჩაბარების საბაბით, უცნობმა პირებმა საცხოვრებელი ადგილიდან წაიყვანეს დეპუტატი კ. ფიტოზოვი და თავისუფლება აღუკვეთეს. ფსიქოლოგიური ზემოქმედების შემდეგ კი ის 25 აგვისტოს მიიყვანეს სხდომათა დარბაზში, გაატარეს რეგისტრაციაში და დასვეს დარბაზში. ასევე ზეწოლით მიიყვანეს დეპუტატები ნ. კუზნეცოვა და ა. აგრბა. გამოძიებისას დადგინდა დეპუტატებისადმი იძულების ფაქტები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის იგნორირება. სესიის ჩატარების პროცედურების კანონების სხვა სერიოზული დარღვევები მოწმობდნენ სესიაზე დეპუტატთა ქვორუმის არსებობის ფიქტიურობას.

აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის მე-10 სესია pdf

25 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის X სესიაზე, სსრკ-ის მოქმედი კონსტიტუციისა და 1990 წლის 3 აპრილის „სსრკ-დან მოკავშირე რესპუბლიკის გამოსვლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის პროცედურის შესახებ“ (რუს. О порядке решения вопросов, связанных с выходом союзной республики из СССР) კანონის უხეში დარღვევით, ყველანაირი რეფერენდუმის გარეშე გამოცხადდა „აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“, როგორც სუვერენული სახელმწიფო[16]. ხელმომწერები იყვნენ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ვ. კობახია და აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ი. კვიცინია.

26 აგვისტოს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ 25 აგვისტოს მიღებული „დეკლარაცია აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ“, წარმოადგენდა არშემდგარ მცდელობას შეცვლილიყო საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა, რაც თავის მხრივ წარმოადგენდა, როგორც აფხაზეთის ასსრ-ის, ისე საქართველოს სსრ-სა და სსრკ-ის კონსტიტუციების უხეშ დარღვევას. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დაადგინა:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 25 აგვისტოს დეკლარაცია გამოცხადდეს არაქმედითუნარიანად და იურიდიული ძალის არმქონედ;
  2. შექმნილიყო სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლიდა აფხაზეთის ასსრ-ში წამოწეულ საკითხებს, დაკავშირებულს სახელმწიფო გარანტიების წარმოშობასთან. აღნიშნული კომისია უნდა დაკომპლექტებული ყოფილიყო შესაბამისი სპეციალისტებით, რათა უმოკლეს დროში წარდგენილი ყოფილიყო საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში განსახილველად[17].

27 აგვისტოს შედგა გალის რაიონის სახალხო დეპუტატთა საგანგებო სესია, რომელზეც განხილულ იქნა 1990 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული „დეკლარაცია აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ“. სესიაზე მიღებულ იქნა დადგენილება, რომელზეც აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის მიმართ გამოცხადდა უნდობლობა. ასევე სესიაზე გადაწყდა მთელი რაიონის მასშტაბით გამოცხადებულიყო დაუმორჩილებლობა, სანამ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო არ გააუქმებდა თავის 25 აგვისტოს დადგენილებას[18].

31 აგვისტოს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში ქართველი დეპუტაციისა და საზოგადოების მოთხოვნით შედგა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს X სესიის მორიგი სხდომა. სხდომას ესწრებოდა სხვადასხვა ეროვნების 71 დეპუტატი. სხდომაზე ქვორუმის არსებობიდან გამომდინარე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნული შეკრება ჩათვლილიყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სესიად. სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ ლ. კვიტატიანმა. სესიაზე განხილულ იქნა საკითხი 1990 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება „აფხაზეთის სახელმწიფობრიობის დაცვის სამართლებრივი გარანტიების შესახებ“. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ერთხმად დაადგინეს რომ მანამდე მიღებული დადგენილება გაუქმებულიყო, როგორც ანტიკონსტიტუციური, უკანონო და იურიდიული ძალის არმქონე. ასევე არ იქნა მიღებული დეკლარაცია აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ, როგორც აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობის ძირეული ინტერესების საწინააღმდეგო. საბოლოო დადგენილება გადაეგზავნა სსრ კავშირის, საქართველოსა და რსფსრ-ის უმაღლეს საბჭოებს[19].

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1926 წლის აღწერით აფხაზეთის სსრ-ში ცხოვრობდა 201016 ადამიანი, აქედან 71954 ქართველი, 51458 აფხაზი, 25677 სომეხი, 14045 ბერძენი და 12533 რუსი.[20]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვიკიციტატა
    „ 1921 г. марта 29. — ПОСТАНОВЛЕНИЕ БАТУМСКОГО СОВЕЩАНИЯ ОТВЕТСТВЕННЫХ РАБОТНИКОВ ГРУЗИИ, АДЖАРИИ И АБХАЗИИ ПРИ УЧДСТИИ ЧЛЕНА РЕВВОЕНСОВЕТА КАВКАЗСКОГО ФРОНТА И КАВБЮРО ЦК РКП(б) Г. К. ОРДЖОНИКИДЗЕ О СТРУКТУРЕ СОВЕТСКОЙ ВЛАСТИ И КОМПАРТИИ В АБХАЗИИ
    Присутствовали: член Реввоенсовета фронта и Кавбюро ЦК РКП (б) тов. Орджоникидзе, член Ревкома, ЦК [КПГр] Реввоенсовета XI, Наркомвоенмор. Грузии — т. Элиава, председатель Ревкома Батумской области и член ЦК Компартии Грузии — т. Кавтарадзе, член ЦК Компартии Грузии и член Ревкома Батум. области — т. Тороилелидзе, пред. Ревкома Абхазии и член Оргбюро РКП (б) в Абхазии — т. Эшба. член Ревкома, Оргбюро партии и Военком Абхазии — т. Лакоба.
    Слушали: О структуре Советвласти и Компартии в Абхазии.
    Постановили: До съезда Советов Абхазии, — последняя, согласно декларации Ревкома Грузии о праве народов Абхазии на полное самоопределение. — объявляется Социалистической Советской Республикой, парт, орган, до конференции носит название Оргбюро РКП (б) в Абхазии и работает по директивам Кавбюро ЦК РКП (б).
    Декреты Ревкома Грузии должны служить для Ревкома Абхазии материалом, дабы не было противоречий в действиях обоих Ревкомов.
    Партия принимает действ[енные] меры к изжитию национальной розни, посеянной меньшевиками между народами Грузии и Абхазии.
    Председатель Кавтарадзе.
    Члены: Орджоникидзе, Элиава, Эшба, Лакоба.“
    (ЦПА ИМЛ при ЦК КПСС, ф. 85, оп. 15, д. 231, л. 1.)
  2. ვიკიციტატა
    „1921 г. марта 31. — Извещение по радио ревкома Абхазии об образовании Абхазской советской Социалистической Республики
    Москва — Ленину, Сталину, Чичерину
    Баку — Председателю Ревкома Азербайджана Нариманову
    Тифлис — Председателю Ревкома Грузии Махарадзе
    Темир-Хан-Шура — Председателю Ревкома Дагестана Джелалу Корхмасову
    Владикавказ — Председателю Ревкома Горской Республики Кирову
    Эриван — Председателю Ревкома Армении Бегзадяну
    Всем советским республикам
    Всем, всем, всем!
    Волею трудящйхся родилась новая Социалистическая Советская Республика — Абхазия. Первый съезд Советов крестянских и рабочих депутатов Абхазии окончательно решит судьбу народа. Советская Республика маленького народа служит наглядным примером великой освабадительной роли Красной Армии и является новой пощечиной, которую нанесла Великая Октябрская революция угнетателям малых народов — империалистам всех стран и их лакеям — социал-предателям. От имени трудящйхся молодой советской Абхазии шлем горячий привет Великой Рабочей-Крестянской строне — советской России и всем советским республикам. Мы расчитываем на братскую поддержку всех советских республик и выражаем уверенность, что Социалистическая советская Республика Абхазии в союзе с ними будет с честю отстаивать великие завоевования российской рабоче-крестанской революции и помогать делу Социальной революции во всем мире. Да здраствует братский союз рабоче-крестянских советских республик. Да здравствует великая борьба трудящихся за коммунизм. Да здравствует Коммунистический Интернационал. Да здравствует всемирная пролетарская революция.
    Ревком ССР Абхазии Эшба, Лакоба, Акиртава“
    (ЦГАА, ф. 38, д. 74,л. 52)
  3. ვიკიციტატა
    „По вопросу о взаимоотношениях С.С.Р. Абхазии с соседними советскими республиками т. Лакоба указал на необходимость федерирования Советской Абхазии и Советской Грузии в силу ее этнографических, исторических и бытовых условии, при чем еще указал на тот факт, что Абхазия не может федерироваться с Советской Россией ввиду того, что она на четыре года отстала от России. Кроме того, если Советская Грузия или Абхазия и являются независимыми в хозяйственном и экономическим отношениях, то в политическом отношении все они подчиняются Центру, через РКП в лице ЦК РКП, а потому совершенно безразлично, с кем бы не федерировалась Абхазия, факт тот, чтобы сохранить идею Советской власти.“
  4. ვიკიციტატა
    „1921 г. декабря 16. — Союзный договор между Социалистической Советской Республикой Грузии и Социалистической Советской Республикой Абхазии
    Правительство Социалистической Советской Республики Грузии, с одной стороны, и Правительство Социалистической Советской Республики Абхазии, с другой, исходя из глубокой общности национальных уз, связывающих трудящиеся массы Грузии и Абхазии, и принимая во внимание, что только полное объединение всех сил обеих братских республик может обеспечить как интересы их, так и интересы великой пролетарской революции, решили заключить настоящий договор, для чего назначили своими уполномоченными: Правительство Социалистической Советской Республики Грузии Сергея Ивановича Кавтарадзе и Правительство Социалистической Советской Республики Абхазии Николая Николаевича Акир-тава и Самсона Алексеевича Картозия. Означенные уполномоченные по взаимном предъявлении своих полномочий, признанных составленными в надлежащей форме, согласились о нижеследующем:
    1. Социалистическая Советская Республика Грузин и Социалистическая Советская Республика Абхазии вступают между собою в военный, политический и финансово-экономический союз.
    2. Для осуществления указанной в предыдущем пункте цели оба правительства объявляют объединенными следующие Комиссариаты: а) военный, б) финансовый, в) народного хозяйства, г) почт и телеграфов, д) Чрезвычайную Комиссию, е) Рабоче-крестьянскую инспекцию, ж) Народный комиссариат юстиции и з) Морского транспорта.
    Примечание:
    1. Иностранные дела остаются целиком в ведении Социалистической Советской Республики Грузии.
    2. Железные дороги переходят непосредственно в ведение Управления Закавказских железных дорог. Внешняя торговля в ведение объединенного Внешторга республик Грузии, Азербайджана и Армении.
    3. Порядок и форма управления объединенных комиссариатов устанавливаются особым соглашением обоих правительств.
    4. Во все краевые объединения, в частности Федерации Закавказских республик, Абхазия входит через Грузию, которая представляет ей одну третью часть своих мест.
    5. Настоящий договор вступает в силу с момента его подписания.
    Полномочный представитель Социалистической Советской Республики Грузии Кавтарадзе.
    Полномочные представители Социалистической Советской Республики Абхазии Н. Акиртава, С. Картозия.“
  5. ვიკიციტატა
    „Затем о федерации, о взаимоотношениях двух Социалистических Советских Республик — Абхазии и Грузии. Товарищи, когда мы, ответственные работники Абхазии, сказали нашим старшим товарищам по партии, что для того, чтобы среди мелких народностей, как например, абхазской, — сохранить идею Советской власти (а это очень важно), — нужно на одну минутку обьявить Абхазию независимой Республикой, — нам ответили: „обявляйте себя независимой республикой, лишь бы это помогло сохранению Советской идеи, укреплению Советского строя в этой крошечной Абхазии“. А Советская Абхазия, просуществовав, как независимая Республика, говорит: „Исторические и экономические условия требуют того, чтобы Абхазия и Грузия составляли одно целое, чтобы трудовые массы этих двух народов были крепко спаяны между собою“. Вопрос тесной связи, братской связи абхазского народа с грузинским — стал перед нами практический и он осуществляется путем добровольного договора между двумья Республиками. Наши экономические органы, финансы, военное дело и все, что необходимо обьеденить с советскими органами Грузии, —объединяются и это должно делаться как в интересах абхазского народа, так и грузинского. Хорошо было бы, если бы это было проделано несколько месяцев тому назад, но тогда перед нами стояла задача, состоящая в том чтобы вытравить здесь национализм. Нужно было ликвидировать доставшееся нам от меньшевиков наследство — национальную ненависть абхазского народа к грузинскому и наоборот. В трудящихся массах Абхазии теперь не осталось и следа искусственно созданного меньшевиками национального недоверия к грузинскому народу.“
  6. ვიკიციტატა
    „1922 г. Февраля 10. — из протокола пленума Абхазского областного комитета КП(б) Грузии о порядке дня съезда Советов Абхазии
    Слушали: О порядке дня Всеабхазского съезда Советов.
    Постановили: Утвердить следующий порядок дня съезда Советов Абхазии:
    1) Международное и внутреннее положение ССР Абхазии — доклад т. Сванидзе.
    2) Федерация Закавказских республик — т. Лакоба.
    3) Доклад о 9 Всероссийском съезде Советов — т. Акир-тава.
    4) Отчет Ревкома ССР Абхазии — т. Эшба.
    5) Земельный вопрос — т. Жвания.
    6) Продналог — т. Стокис.
    7) Доклады с мест.
    8) О Помголе — доклад т. Кухалейшвили.
    9) Выборы ЦИК.
    10) Выборы на съезд Советов ССР Грузии.“
    (Архив Абхазского обкома КП Грузии, ф. 1, oп. 1, д. 2, лл. 330-331)
  7. ვიკიციტატა
    „აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში ავტონომიური რესპუბლიკის სახით შესვლის შესახებ

    სრულიად საქართველოს მუშებისა, გლეხებისა და წითელარმიელების დეპუტატების საბჭოთა VI ყრილობის 1931 წლის 19 თებერვლის დადგენილება

    სრულიად საქართველოს მუშებისა, გლეხებისა და წითელარმიელების დეპუტატების საბჭოთა VI ყრილობა:

    ა) იმ მიზნით, რათა წარმატებით შესრულებულ იქნეს სსრკ-ის მშრომელთა წინაშე მდგარი ამოცანები ფართოდ გაშლილი სოციალისტური მშენებლობისა — სახალხო მეურნეობის ერთიანი გეგმის საფუძველზე — საჭიროდ სთვლის საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკისა და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის კიდევ უფრო მჭიდრო პოლიტიკურ და მეურნეობრივ გაერთიანებას, რამაც უნდა უზრუნველჰყოს ამ უკანასკნელი რესპუბლიკის შემდგომი სამეურნეო და კულტურული ზრდა ორივე რესპუბლიკის მუშათა და მშრომელ გლეხთა ერთად მშვიდობიანი ცხოვრებისა და ძმური თანამშრომლობის პირობებში, და ბ) იმისდა შესაბამისად, რომ აფხაზეთის მშრომელთა, აფხაზეთის მუშებისა, გლეხებისა და წითელარმიელების დეპუტატების საბჭოთა VI ყრილობაზე თავისუფლად გამოთქმული ნება-სურვილით გადასწყვიტეს აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში ავტონომიური რესპუბლიკის სახით შესვლა, ადგენს:

    1. საქართველოს სსრ-ის ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) მე-9 მუხლის თანახმად აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა შევიდეს საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში ავტონომიური რესპუბლიკის სახით და მასზე გავრცელებულ იქნეს აღნიშნული ძირითადი კანონის IV თავის მოქმედება.

    2. საქართველოს სსრ-სა და აფხაზეთის სსრ-ს შორის ქალაქ ტფილისში 1921 წლის დეკემბრის 16-ს დადებული ხელშეკრულება ძალადაკარგულად ჩაითვალოს.

    სრულიად საქართველოს საბჭოთა VI ყრილობის თავმჯდომარე — ფ. მახარაძე, მდივანი — ს. თოდრია“
    (საქართველოს სსრ კანონთა და განკარგულებათა კრებული, 1931 წ., №9, მუხლი 91)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. История Советской Конституции в документах, 1917—1956. М., 1957. С. 339.
  2. (რუსული)საქართველოს სსრ-ის კონსტიტუცია 1927 წ. თავი IV: О შეთანხმებულ სსრ აფხ. [1] დაარქივებული 2015-04-10 საიტზე Wayback Machine.
  3. სსრკ-ის კონსტიტუცია 1924 წ. გაერთიანების შეთანხმება. თავი IV. სქოლიო. ავტონომიური რესპუბლიკები - აჭარა და აფხაზეთი - და ავტ. ოლქები სამხრეთ ოსეთი, მთიანი ყარაბაღი და ნახჭევანი ჰგზავნიან თითო წარმომადგენელს ერთა საბჭოში.
  4. საქართველოს სსრ კონსტიტუცია (1922)
  5. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. საქართველოს სსრ, თბ., 1981. — გვ. 315.
  6. საქართველოს სსრ-ის კონსტიტუცია (1927)
  7. газ. «Трудовая Абхазия», №238 (974), 23 октабрь, 1924
  8. газ. «Трудовая Абхазия», №74 (1105), 4 апрель, 1925
  9. ЦГАА, ф. 38, д. 74, л. 176
  10. Партархив Грузинского филиала ИМЛ, ф. 14, оп. 1, д. 23,л. 76
  11. Газета «Голос трудовой Абхазии», 14 февраля 1922 г., № 36 (172).
  12. Газета «Голос Трудовой Абхазии», 17 февраля, 1922 г., № 39 (175).
  13. საქართველოს კონსტიტუციური აქტების კრებული (1921-1978) გვ. 73 — თბილისი, 1983
  14. Газета «Голос Трудовой Абхазии», 16 марта, 1922 г., № 61 (197).
  15. Газета «Голос Трудовой Абхазии», 4 июля, 1922 г., № 148 (284).
  16. Декларация о государственном суверенитете Абхазской Советской Социалистической Республики
  17. газ. «Советская Абхазия», №164 (18561), 28 августа, 1990
  18. газ. «Советская Абхазия», №167 (18564), 31 августа, 1990
  19. газ. «Советская Абхазия», №168 (18565), 1 сентября, 1990
  20. თოთაძე ა. „აფხაზეთის მოსახლეობა“ გვ. 89 — თბილისი, 1995