ნესტორ ლაკობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Lakoba Nestor.jpg

ნესტორ აპოლონის ძე ლაკობა (დ. 1 მაისი, 1893, ლიხნი, სოხუმის ოკრუგი — გ. 28 დეკემბერი, 1936, თბილისი, საქართველოს სსრ) — აფხაზი და ბოლშევიკი პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1911 წელს საცხოვრებლად ჩავიდა ბათუმში, სადაც მუშაობდა სანიტარულ აგენტად. იქვე გახდა ბოლშევიკური პარტიის წევრი 1912 წელს. 1918 წელს ხელმძღვანელობდა აფხაზეთის რევოლუციურ კომიტეტს, რომელიც ცდილობდა აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას 1918 წელს თებერვალში და მეორედ აპრილ-მაისში. სოჭის კონფლიქტის დროს ტყვედ ჩაუვარდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს. ის დააპატიმრეს და გაასამართლეს. სასჯელს იხდიდა სოხუმის ციხეში. მან მოინანია ჩადენილი დანაშაულები და იქნა განთავისუფლებული. 1919 წელს დაინიშნა ოჩამჩირის უბნის მილიციის კომისრად. ლაკობა მილიციაში მუშაობის დროს კვლავ შეუდგა ბოლშევიკური აჯანყების მომზადებას, მისი დაპატიმრების სანქციის გაცემისთანავე კი გაიქცა აფხაზეთიდან. 1919-1920 წლებში ცხოვრობდა ბათუმში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს კონტროლქვეშ იყო. ბათუმიდან გადავიდა მოსკოვში, საიდანაც გაგზავნეს ეკატერინოდარში, სადაც დაინიშნა ყუბან-შავიზღვისპირეთის სსრ-ს აღმასკომში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]