ბაგრატის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაგრატის ციხე. 2014 წელი
ბაგრატის ციხე. 1984 წელი

ბაგრატის ციხე — ციხე-სიმაგრე საქართველოში, მდებარეობს აფხაზეთის ავტნომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ სოხუმის მახლობლად, მდინარე ბესლეთის მარცხენა ნაპირზე.

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის მიერ. X-XIV საუკუნეებში იგი წარმოადგენდა ცხუმის ერისთავთა რეზიდენციას. XVI საუკუნიდან, როდესაც ქალაქმა დასავლეთისაკენ, მდინარე ბესლეთის მარჯვენა ნაპირზე გადაინაცვლა, მან მნიშვნელობა დაკარგა და დაცარიელდა.

ციხე გეგმაში ოვალური ფორმისაა. მისი კედლები კარგადაა შემონახული. ოთხკუთხა კოშკით დაცული კარიბჭე წარმოადგენდა შუა საუკუნეების ქალაქ ცხუმის (სოხუმის) ციტადელს.

ამჟამინდელი მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ციხის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.ციხის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

ბაგრატის ციხეს მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, თბ., 2015