ანატოლი კაჭარავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანატოლი ალექსის ძე კაჭარავა (დ. 15 აგვისტო, 1910, სოხუმი — გ. 8 მაისი, 1982, ბათუმი) — ქართველი მეზღვაური, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი.

სწავლობდა სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, შემდეგ ხერსონის საზღვაოსნო სასწავლებელსა და შორეული აღმოსავლეთის თევზ-მრეწველობის ტექნიკუმში. ამავდროულად, 1927 წლიდან იყო მეზღვაური. მეორე მსოფლიო ომის წლებში უფროსი ლეიტენანტის წოდებით მეთაურობდა ყინულმჭრელ „ალექსანდრე სიბირიაკოვს“. 1942 წლის 25 აგვისტოს ჩრდილოყინულოვან ოკეანეში გერმანულ კრეისერ „ადმირალ შეერთან“ უთანასწორო შეტაკებისას ყინულმჭრელი დაიღუპა, დაჭრილი კაჭარავა და გადარჩენილი მეზღვაურები კი ტყვედ ჩავარდნენ. 1945 წელს გათავასუფლების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ უფის სპეციალურ ბანაკში მოათავსა. 1961 წელს რეაბილიტირებული იქნა და დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით. შემდგომში სამეთაურო თანამდებობებზე მსახურობდა ჩრდილოეთის გემებზე: „ილია მურომეცი“, „ლევანოვსკი“, „ბაიკალი“ და „თბილისი“. 1967-1979 წლებში ხელმძღვანდელობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს. კაჭარავას პირველი მეუღლე იყო მსახიობი ნატო ვაჩნაძე.

გარდაიცვალა 1982 წლის 8 მაისს. დაკრძალულია ბათუმის საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ისტორიიდან : (საარქივო სამმართველოში დაცული დოკუმენტური მასალების მიხედვით) / მერაბ მეგრელიშვილი, შოთა მახარაძე // სამხრეთ-დასავლეთი საქართველო : (ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია) / აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საარქივო დაწესებულება-საარქივო სამმართველო. - თბილისი, 2012. - ISSN 2298-0776. - N II, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები. - გვ.. - რეზ. ინგლ. ენ.. - გამოყენებული ლიტ-რა გვ.22

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]